ინგლისური კლუბის დირექტორი კვარაცხელიას აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
“ლიდს იუნაიტედის” დირექტორი ვიქტორ ორტა ხვიჩა კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. FootballFanCast-ის ცნობით, ინგლისურ კლუბს ყაზანის “რუბინის” 20 წლის ქართველი გარემარბის შეძენა ზაფხულში სურს.
ვებ-გვერდი ადასტურებს, რომ “ლიდსის” დირექტორმა და ხვიჩას აგენტმა ერთმანეთთან უკვე ისაუბრეს, თუმცა შესაძლო ტრანსფერს, დიდი ალბათობით, ხელს ის შეუშლის, რომ საქართველოს ნაკრების შემტევს ინგლისში მუშაობისათვის საჭირო საბუთების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნება.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას შეძენის სურვილი “მილანმა”, “იუვენტუსმა”, “ინტერმა”, დორტმუნდის “ბორუსიამ” და მიუნხენის “ბაიერნმა” გამოთქვეს. ხვიჩას სავარაუდო სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევროა.
“ლიდს იუნაიტედი”, ამჟამად, პრემიერ ლიგის ცხრილში მე-9 პოზიციას იკავებს. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი მარსელო ბიელსაა.
ფოტო: Nakrebi.ge