ინგლისური პრემიერ ლიგის 10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი
Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერ ლიგის სეზონის 10 ყველაზე წარუმატებელ ტრანსფერს.
რიკი ლამბერტი, “ლივერპული”
31 წლის ფორვარდის ტრანსფერი თავიდანვე უცნაური ჩანდა, თუმცა ბრენდან როჯერსს “საუთჰემპტონში” კარგად მოთამაშე რიკის იმედი ჰქონდა. ლამბერტმა მაღალ დონზე მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა და ისიც შედარებით მოკრძალებულ გუნდში, სადაც ყველა მასზე თამაშობდა.
“ლივერპულში” რიკი მალევე დაიკარგა და საკუთარი თამაშის პოვნა გაუჭირდა. ახალ გუნდში მან მხოლოდ 3 გოლი გაიტანა და ახლა უკვე კარიერის გადასარჩენად გუნდს გამოცვლა მოუწევს.
ფილიპე ლუისი, “ჩელსი”
“ატლეტიკოდან” ფილიპე ლუისის და დიეგო კოსტას გადაბირების შემდეგ მოურინიოს უფრო მეტად ფორვარდის ყიდვისთვის აკრიტიკებდნენ. თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა. თავდამსხმელი გუნდის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა, აი ლუისმა კი ძირითადშიც ვერ შეძლო დამკვიდრება. საუბრობენ, რომ ბრაზილიელი უკანახაზელი მადრიდულ კლუბში დაუბრუნდება.
ანდრეი კრამარიჩი, “ლესტერი”
კრამარიჩში პრემიერ ლიგაში დაბრუნებულმა “ლესტერმა” 10 მილიონი გადაიხადა, რაც კლუბის ისტორიაში სარეკორდო თანხაა.
მართალია, კრამარიჩი გუნდს კარგად მოერგო და არაფერსა არ აფუჭებს, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია მოთამაშეს ერთი და საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს. მიმდინარე სეზინში მან მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, არადა მომენტები საკმაოდ ჰქონდა.
ლაზარ მარკოვიჩი, “ლივერპული”
“ლივერპულის” 21 წლის ვინგერს წარმატებული კარიერისთვის ყველაფერი აქვს. თუმცა, 20 მილიონად ნაყიდმა მოთამაშემ რამდენიმე შეხვედრაში განსაკუთრებული ვერაფერი შექმან და კარგი შთაბეჭდილებაც ვერ დატოვა.
მარკოვიჩი ჯერჯერობით ვერ გახდა ის ფეხბურთელი, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია და გუნდში ლუის სუარესს სრულფასოვნად შეცვლის.
ხუან კუადრადო, “ჩელსი”
გაცილებით მეტს ელოდნენ ხუან კუადრადოსგან, რომელშიც ლონდონის “ჩელსი” 23 მილიონთან ერთად “ფიროენტინას” სალაჰიც მისცა. ბრაზილიური მუდნიალის შემდეგ ყველას ეგონა, რომ “არისტოკრატები” ნამდვილ ვარსკვლავს ყიდულობენ, თუმცა კოლუმბიელმა ინგლისურ ლიგას ალღო სწრაფად ვერ აუღო.
ისიც უნდა ითქვავს, რომ კუადრადოს ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს, რადგან მიმდინარე სეზონში მას თავის გამოჩენის შანსებიც საკმაოდ მცირე რაოდენობით ჰქონდა.
ელიაკიმ მანგალა, “მანჩესტერ სიტი”
“პორტუს” მოთამაშეების სარფიანად გაყიდვა ნამდვილად კარგად ეხერხება. მანგალას სანაცვლოდ პორტუგალიურმა გრანდმა “მანჩესტერ სიტისგან” 40 მილიონი მიიღო. რა თქმა უნდა, მანჩესტერელებმა რეალურზე დიდი ფასი გადაიხადა, თუმცა მთავარი იმედგაცრუება მანჩეტერელებისთვის მანგალას სათამაშო დონე აღმოჩნდა. მცველი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა, რის გამოც “სიტის” კარში უამრავი გოლი გადიოდა. მანჩესტერში ახალწვეული იმედი არ აქვთ, თუმცა გუნდში არც მისი შემცვლელი ჰყავთ.
რიო ფერდინანდი, ქპრ
“მანჩესტერიდან” ქპრ-ში გადასული ფერდინანდი კლუბთან ერთად ჩემპიონშპში გავარდა. სეზონის სტარტზევე გამოჩნდა, რომ უკვე ასაკოვანი მცველის გამოცდილებე რეინჯერებს არ ეხმარება, მისი ნელი მოქმედება კი გუნდს აზარელებს. საბოლოოდ რიომ პრემიერ ლიგის ერთ-ერთი უსუსტეს გუნდშიც კი დაკარგა სასტარტოში ადგილი.
დეიან ლოვრენი, “ლივერპული”
“ლივერპულის” კიდევ ერთი წარუმატებელი ტრანსფერი. “საუთჰემპტონის” დაცვა გასულ სეზონში ძალიან კარგი იყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ყველაფერი გუნდური მუშაობის შედეგი ყოფილა. “ლივერპულში” 20 მილიონად გადასული ლოვრენი გუნდისთვის ნამდვილი უიღბლო მოთამაშე აღმოჩნდა. პირადად მისი შეცდომების გამო მერსისაიდელებმა საკამოდ ბევრი ქულა დაკარგეს.
რადამელ ფალკაო, “მანჩესტერ იუნაიტედი”
რადამელ ფალკაოს “მანჩესტერში” გადაბარგებას კლუბიც და თავად მოთამაშეთ დიდი იმედებით უყურებდნენ, თუმცა საბოლოოდ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და კოლუმბიელიც “ოლდ ტრაფორდიდან” მიდის. 26 შეხვედრაში ფალკაომ მხოლოდ 4 გოლის გატანა შეძლო, რაც ასეთი დონის ფორვარდისთვის უბრალოდ კატასტროფული შედეგია.
მარიო ბალოტელი, “ლივერპული”
Why always me? იმიტომ, რომ მიმდიანრე სეზონში საშინლად ითამაშე, მარიო. “მილანიდან” “ლივერპულში” 20 მილიონ ევროდ გადასულ ბალოტელის “წითლების” შემადგენლობაში ლუის სუარესი უნდა შეეცვალა, თუმცა სეზონში მხოლოდ1 გოლი გაიტანა და ტრადიციულად მრავალ არც თუ ისე სასიამოვნო ამბავშიც გაეხვა.