ინგლისურმა კლუბებმა ლოგოებიდან ცხოველები გააქრეს (ფოტო)
“ასტონ ვილამ”, “ვულვერჰემპტონმა” და “ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა” ერთი დღით თავიანთი ლოგოებიდან ცხოველები გააქრეს. ამით ინგლისური კლუბები 3 მარტს, როგორც მსოფლიოს ველური ბუნების დღეს გამოეხმაურნენ.
შეგახსენებთ, რომ “ასტონ ვილას” გერბზე ლომი არის გამოსახული, “ვულვზის” ლოგოზე – მგელი, ხოლო “ალბიონელთა” ემბლემას მგალობელი შაშვი ამშვენებს.
ზემოხსენებული კლუბების მსგავსად ველური ბუნების მნიშვნელობის ხაზგასასმელად კამპანიას არაერთი დიდი კომპანია შეუერთდა. ამ კლუბებს მიბაძეს “ქოვენთრიმ”, “მიდლსბრომ”, “ბრენტფორდმა”, “რომამ” და სხვა კლუბებმაც.
Our wolf is gone today to show a #WorldWithoutNature.
Find out why we're getting involved with the @WWF's #WorldWildlifeDay.https://t.co/fMWiqPsvwf
— Wolves (@Wolves) March 3, 2021
On #WorldWildlifeDay, we are highlighting the importance of nature in every aspect of life.
A #WorldWithoutNature is a world that is incomplete, just like our badge is today. 🟣 pic.twitter.com/dxR5FJ06XC
— Aston Villa (@AVFCOfficial) March 3, 2021