ინიესტა: “გვარდიოლამ იცის, მე რაც მინდა”
ანდრეს ინიესტამ ყველასათვის ნათელი გახადა, რომ მისი მიზანი არა პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიში” გადაბარგება, არამედ კარიერის “ბარსელონაში” დასრულებაა.
“გვარდიოლამ ძალიან კარგად იცის როგორია ჩემი ფიქრები, რა მინდა მე. ჩემი სურვილი კი კარიერის აქ, “ბარსელონაში” დასრულებაა, რაც არაერთხელ მითქვამს.
ყველაფერს გასაგებად ვამბობ, ის რასაც ვამბობ და ვფიქრობ, ყველამ იცის.
დიდი სიამოვნებით დავასრულებდი კარიერას “ბარსელონაში”. კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე მაკავშირებს. ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით კი ხელმძღვანელებთან ვაპირებ შეხვედრას.”