ინიესტა:”მესის არყოფნა უნდა გადავიტანოთ”

თარიღი: სექტემბერი 24, 2016

“ბარსელონას” ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა გუნდის ლიდერის, ლიონელ მესის დაშავების ფაქტს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-5 ტურში “ბარსელონასა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის გამართული მატჩის (1:1) მიმდინარეობისას მესი დაშავდა და 59-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია. არგენტინელი ფეხბურთელი გუნდს სამი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

“მესის არყოფნა უნდა გადავიტანოთ. ჩემპიონატებს გუნდები იგებენ. იმედი გვაქვს, რომ იგი მალე მომჯობინდება”, – ციტირებს ინიესტას სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

ესპანელი ნახევარმცველი “ატლეტიკოსთან” ჩატარებულ მატჩსაც გამოეხმაურა.

“ბარსელონა” იმსახურებდა სამ ქულას. სრულყოფილად ვითამაშეთ. წინსვლა უნდა გავაგრძელოთ”, – აღნიშნა ინიესტამ.

მსგავსი სიახლეები