ინიესტა: “მხოლოდ მოგება არაა მნიშვნელოვანი, გააჩნია, რა სტილში თამაშით მოვახერხებთ ამას”
მას შემდეგ, რაც კატალონიის “ბარსელონას” ლუის ენრიკე ჩაუდგა სათავეში, ამ გუნდს ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ დამახასიათებელი სათამაშო სტილი შეიცვალა. ასე არ ფიქრობს ანდრეს ინიესტა.
ესპანელმა ფეხბურთელმა Esport 3-თან მიცემულ ინტერვიუში “ბლაგურნას” სათამაშო ფილოსოფიაზე ისაუბრა.
“ჩვენთვის მხოლოდ მოგება არაა მნიშვნელოვანი. “ბარსა” ორიენტირებულია იმაზე, თუ რა სიხშირითა და რა სტილში ასპარეობით იმარჯვებს.”
“ყოველთვის ვცდილობთ, იმ სტილით ვითამაშოთ, რომელსაც ბოლო წელბია ვიყენებთ.”
“რაც შემეხება პირადად მე, წლებმა ძალიან შემცვალა. 22 წლის ინიესტა სხვა იყო, 26-ის სხვა. ახლა ხომ სულ სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს.”
“ჯერჯერობით, ვგრძნობ, რომ “ბარსელონას” ვჭირდები. ვიცი ბევრი გამოჩენილი მოთამაშე, რომლებიც ბოლო წლებში ფეხურთისგან სიამოვნებას ვეღარ იღებდნენ. ეს “სენი”, საბედნიეროდ, მე არ მჭირს” – განაცხადა ესპანელმა სპორტსმენმა.