ინიესტა: „საინტერესო ჯგუფში მოვხვდით“

თარიღი: დეკემბერი 7, 2013
სოციალურ ქსელ ტვიტერში ესპანეთის ნაკრების მოთამაშეებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შედეგები შეაფასეს.
შეგახსენებთ, რომ ესპანელების ჯგუფში ჰოლანდიის, ჩილესა და ავსტრალიის ნაკრებები მოხვდნენ
„ძალიან საინტერესო ჯგუფში მოვხვდით. პლეი-ოფში აუცილებლად უნდა გავიდეთ“, – დაწერა ანდრეს ინიესტამ.
„არავინ ამბობს, რომ იოლი გასეირნება გველის. ჰოლანდია, ჩილე და ავსტრალია – სერიოზული მეტოქეები არიან“, – თვლის ხერარდ პიკე.
ალექსანდრე მატევოსოვი
მსგავსი სიახლეები