ინიესტამ “ბარსასთან”კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ბართომეუს სიტყვები უარყო
ხოსე მარია ბართომეუმ Mundo Deportivo-სთან ინტერვიუ ჩაწერა. კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტს ანდრეს ინიესტას ახალ კონტრაქტზეც ჰკითხეს. ესპანელს ამჟამინდელი ხელშეკრულების ვადა მომავალ ზაფხულში ეწურება.
“ახალ კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეულია და ვიმედოვნებ, მალე ყველაფერი ოფიციალურად მოხდება. ინიესტა არის ის მოთამაშე, რომელმაც “ბარსელონაში” უნდა დაასრულოს კარიერა,” – განაცხადა ბართომეუმ.
ინიესტა სანაკრებო პაუზის შემდეგ ესპანეთში დაბრუნდა. მას ჰკითხეს, შეთანხმებული იყო თუ არა ის ახალ კონტრაქტზე კლუბთან. ანდრესმა განაცხადა: “არა, ჯერ ჩემს მომავზე არაფერია გადაწყვეტილი.”