ინჯგიას დრამა სერბეთში დასრულდა: კრილია, ლოკომოტივი, აგენტი, სერბეთი
თბილისის “ლოკომოტივის” ყოფილი შემტევი რევაზ ინჯგია კარიერას სერბეთის მე-2 ლიგაში, “სრემსკა მიტროვიცაში” გააგრძელებს.
ინჯგიას აგვისტოს შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს და “ლოკომოტივთან” კონტრაქტის გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდა.
“სრემსკა მიტროვიცა” სერბეთის მე-2 ლიგაში 6 ტურის შემდეგ 3 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება.
საინტერესოა, რომ ინჯგია სეზონის დასაწყისში “კრილიაში” იყო სინჯებზე, მწვრთნელებს თავი მოაწონა, თუმცა ტრავმა მიიღო და “ლოკომოტივში” დაბრუნდა, სადაც პრაქტიკულად არ უთამაშია. “ლოკომოტივის” ხელმძღვანელი, ლექსო თოფურია “სამტრედიის” სპორტულ დირექტორს, მიხეილ ხუციშვილს ფეხბურთელის წართმევაშიც ადანაშაულებდა, რადგან თოფურიას განცხადებით, ხუციშვილი, რომელიც ასევე საფეხბურთო აგენტია, ინჯგიას ევროპაში წასვლას სთავაზობდა. შემდგომში, ინჯგიამ “ლოკოსთან” ახალი კონტრაქტი აღარ გააფორმა და ეს საკითხიც ამოიწურა.