ინჯიბაშვილით “გურია” დაინტერესდა
ამბერკ ინჯიბაშვილის შესახებ ადრეც ვწერდით და ჩვენს მკითხველს ფეხბურთელთან ინტერვიუც შევთავაზეთ. შეგახსნებთ, რომ საქართველოში 90–იან წლებში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ, მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე მისმა ოჯახმა ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა და ინჯიბაშვილებმა ცხოვრება უკრაინაში განაგრძეს. ამბერკმა ფეხბურთის თამაში უკრაინაშიც გააგრძელა და იგი სხვადასხვა დროს ილჩევკის, დნიპროძერჟინსკის, “სტალის”, “ობოლონ–ბროვარის”, “ედნისტის” და “ენერგია ნოვა კახოვკას” ღირსებას იცავდა. თუმცა რუსულ–უკრაინული კომფროტანციის შემდეგ გაუარესებულმა სოციალურმა ფონმა ფეხბურთელისა და მისი ოჯახის მისამართი კიდევ ერთხელ შეცვალა და ამბერკიც საქართველოში დაბრუნდა.
საქართველოში დაბრუნებული ამბერკ ინჯიბაშილი საფეხბურთო კლუბ გაგრაში ვიხილეთ. 23 წლის ნახევარმცველი მოკლე დროში საკუთარი გუნდის ლიდერად და შეუცვლელ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამბერკმა გაგრის მაისურით 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (13 სასტარტო) და მეტოქეთა კარში 4 გოლის გატანაც მოახერხა. იგი ერთ–ერთი საკვანძო ფიგურა იყო როგორც მამუკა რუსიას, ასევე ანატოლი პისკოვეცის ფორმაციის გუნდში.
ამბერკ ინჯიბაშვილის კარგმა თამაშმა სხვა ქართული გუნდების ყურადღება მიიქცია. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელის სურვილი გამოთქვა ლანჩხუთის “გურიამ”, სადაც ამ პოზიციაზე 33 წლის ალექსანდრე კოშკაძე და 23 წლის თორნიკე მოსიაშვილი არიან, თუმცა როგორც შევიტყვეთ, თავად ფეხბურთელმა გადაწყვეტილების მიღებისგან ჯერ–ჯერობით თავი შეიკავა და მოთმინება ამჯობინა, მით უფრო რომ წინადადებები სხვა გუნდებიდანაც აქვს, რაც ჩვენთან საუბარში დაადასტურა კიდეც.
“პირველ რიგში ჩემ გუნდზე მინდა ვთქვა, გული დამწყდა, რომ ბიჭებმა “გაგრასთან” ერთად დასახული მიზნის შესრულება ვერ შევძელით. მეტი შეგვეძლო, მაგრამ ალბათ რაღაც ჩვენც დავაკელით. რაც შეეხება ჩემს მომავალს ჯერჯერობით წინასწარ ვერაფერს გეტყვით. როგორც ვიცი ჩემით ლანჩხუთის “გურია” არის დაინტერესებული, სხვა უმაღლესი ლიგის გუნდებიც დაუკავშირდნენ ჩემს მენეჯერს, თუმცა ჯერ–ჯერობით მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ.” – განუცხადა Fanebi.com–ს