ინფანტინო: “კორონავირუსის შემდეგ, ფეხბურთი სხვანაირი იქნება”
ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის (FIFA) პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, კორონავირუსის ეფექტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ როგორც ფეხბურთელები, პრობლემას ადამიანებიც ერთ გუნდად შეკრულები უნდა გაუმკლავდნენ.
“ვფიქრობ, ყევლანი უნდა ვაანალიზებდეთ, რომ ფეხბურთი ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. უპირველესყოვლისა, საკუთარ ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნოთ. ჩვენი პრიორიტეტი ამ ვირუსის დამარცხებაა.
მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დგას, რომელთაც ერთ გუნდად შეკრულები უნდა შევხვდეთ. ეს არის გაკვეთილი, რომელიც შეიზლება ფეხბურთმა გვასწავლოს – ერთ გუნდად ყოფნა.
ყველას ძალიან გვინდა, რომ ხვალ საფეხბურთო მატჩები შედგეს, თუმცა არ ვიცით, როდის იქნება ეს შესაძლებელი. მსოფლიოში არავინ იცის, თუ როდის შევძლებთ ძველებურად თამაშს.
ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ფეხბურთი ჯანმრთელობის დამცველების მითითებებს ითვალისწინებს. ფეხბურთი ყველას აძლევს მაგალითს, რომ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია.
ამ ყველაფრის მიუხედავად წინსვლაზე უარი არ უნდა ვთქვათ. კორონავირუსის შემდეგ, ფეხბურტი სხვანაირი იქნება, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანის ცხოვრება,” – აცხადებს ინფანტინო.