ინფანტინო: “მუნდიალზე მონაწილე გუნდთა რაოდენობის 40-მდე გაზრდას განვიხილავთ”

თარიღი: სექტემბერი 6, 2016

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდთა რაოდენობა 40-მდე გაიზრდება.

“მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდთა რაოდენობის 40-მდე გაზრდა ჩემი იდეაა, თუმცა ამ საკითხის განხილვა ჯერ არ მომხდარა. აღნიშნულ თემასა და ტურნირის ჩატარების ადგილს, რა თქმა უნდა, განვიხილავთ. კონკაკაფის ქვეყნებს დიდი ხანია ჩემპიონატი არ მიუღიათ.

მუნდიალზე მონაწილე გუნდების რაოდენობის 40-მდე გაზრდა შესაძლებელია. ამ მხრივ აზრი არ შემიცვლია. ევროპის ჩემპიონატის გაფართოებამ ბევრ გუნდს მისცა ბრძოლის სტიმული”, – ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს “დეილი მეილი”.

მსგავსი სიახლეები