ინფანტინო: “უპასუხისმგებლობა იქნება, თამაშს მალე თუ განვაახლებთ”
კორონავირუსის პანდემიის შეჩერება კვლავ ვერ ხერხდება. ვირუსმა მსოფლიოს მასშტაბით უკვე 95 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჯანი ინფანტინოს თქმით, ფეხბურთის თამაშის განახლება ასეთ ვითარებაში არასწორი ნაბიჯი იქნება.
“რადგანა ჩვენი პრიორიტეტი და მთავარი პრინციპი ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა, უდიდესი უპასუხისმგებლობა იქნება, თამაშს მალე თუ განვაახლებთ.
ჩემი გადმოსახედიდან ადამიანების სიცოცხლის გარისკვა ამად არ ღირს. არცერთი ჩემპიონატი ან ტურნირი არ გვიღირს ამად. პერსონალის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა ჩვენი ვალია.
სიტუაცია 100 პროენტით უსაფრთხო უნდა გახდეს. თუ უფრო მეტ ხანს მოგვიწევს ლოდინი, ჩვენ აუცილებლად დაველოდებით. სჯობს დაველოდოთ, ვიდრე ასე გავრისკოთ,” – აცხადებს ფიფას პრზეიდენტი ჯანი ინფანტინო.