ინფანტინოს მსოფლიო ჩემპიონატზე 50 ნაკრების ხილვა სურს
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო, პრესასთან საუბრისას აღიარებს, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე უფრო მეტი კონკურენტის ხილვა სურს.
“ჩვენი მიზანი გულშემატკივებისთვის უფრო ჯანსაღი ფეხბურთის შეთავაზებაა. ჩვენ გვინდა ნაკლები დისკრიმინაცია და მეტი კონკურენცია ფეხბურთში. ამისთვის კი სრულად უნდა გადავხედოთ კალენდრებს და არა მხოლოდ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს.
საერთაშორისო კალენდარი უკვე შედგენილია 2024 წლამდე. ამის შემდეგ კი სიცარიელე მოჩანს, რის გამოყენებასაც შევეცდებით.
ჩემი ოცნება, ჩვენი იდეა და ფილოსოფია ასეთია – გვინდა, რომ 50-მა კლუბმა იბრძოლოს ყველა კონტინენტიდან მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოსაგებად და 50-მა ნაკრებმა იბრძოლოს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულის გამოსავლენად,” – აცხადებს ინფანტინო.