ინსინიე და ჰამშიკი ტრავმირებულნი არიან
ნეაპოლიტანელებს ორი ნახევარმცველი დააკლდებათ.
როგორც ცნობილია, ლორენცო ინსინე უეფას ევროპის ლიგის მორიგ ტურის შეხვედრას, რომელსაც მისი გუნდი “ლეგიას” წინააღმდეგ ჩაატარებს, მუხლის დაზიანების გამო გამოტოვებს.
მარეკ ჰამშიკს და ასევე, მცველ ჰისაიუს, “ნაპოლის” თავკაცმა მაურიციო სარიმ დასვენების საშუალება მისცა.
ზემოაღნიშნული სამივე ფეხბურთელი მიმდინარე კვირის ბოლოს იტალიის ჩემპიონატის ეგიდით “მილანის” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის მოემზადება.