“ინტერი” ბენ არფას აკვირდება
28 წლის ფეხბურთელმა იტალიელთა ყურადღება მიიპყრო.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, “ინტერის” სკაუტები “ნიცასა” და “ლიონს” შორის გამართულ საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩს დაესწრნენ, სადაც ჰატემ ბენ არფას თამაშს აკვირდებოდნენ.
როგორც ცნობილია, ფრანგმა შემტევმა ნახევარმცველმა მილანელებზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. აღასანიშნავია, რომ ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი “ნიცასთან”, მიმდინარე სეზონის ბოლომდეა ძალაში.
აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ბენ არფა უკეთეს გუნდში ვიხილოთ.
აგრეთვე, ბენ არფას სამუშაო ადგილის შეცვლა არც იანვარშია გამორიცხული, თუმცა ნაკლებადაა მოსალოდნელი.