“ინტერი” გაძლიერებას სტარიჯით აპირებს
მილანის “ინტერი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეტევითი ხაზის გაძლიერებას გეგმავს, თუმცა ფეხბურთელთა შესაძენად საკმარისი თანხა არ აქვს, ამიტომ აქცენტს საიჯარო გარიგებაზე აკეთებს.
Football Italia-ს ცნობით, “ინტერი” ერთ-ერთ ვარიანტად “ლივერპულის” ფორვარდ დანიელ სტარიჯის კანდიდატურას განიხილავს. მილანელებს სურთ, რომ ინგლისელი ფეხბურთელი იჯარის წესით აიყვანონ, ხოლო ზაფხულში სრულად გამოისყიდონ.
შესაძლო გარიგების განხორციელებას ხელს ისიც უწყობს, რომ დანიელ სტარიჯმა “ლივერპულის” ძირითად შემადგელობაში ადგილი დაკარგა და გუნდი მასზე გათვლებს აღარ აკეთებს. 28 წლის ფეხბურთელმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ცხრა მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ დანიელ სტარიჯი “ლივერპულის” ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მან ამ პერიოდის განმავლობაში 133 შეხვედრა ჩაატარა და 64 გოლი გაიტანა.