“ინტერი” იკარდის გასაყიდად ემზადება
იტალიური პრესის ცნობით, მილანის “ინტერი” მაურო იკარდის გასაყიდად მზად არის. ამის მიზეზი კლუბის ფინანსური პრობლემაა.
Mediaset Premium-ის თანახმად, “ინტერმა” ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკება ჩაშალა. “ნერაძურის” ხელმძღვანელობას იკარდის სანაცვლოდ მინიმუმ 110 მილიონი ევროს მიღება სურს. კლუბს ფინანსური ფეარ-პლეი გასასწორებელი აქვს და მიმდინარე წლის 30 ივნისამდე 50 მილიონი ევროს მოგება უნდა აჩვენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, “ინტერს” უეფასგან სანქცია ელის.
მაურო იკარდის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 110 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა ეს პირობა მხოლოდ არაიტალიურ კლუბებზე ვრცელდება. ამავდროულად, ტურინის “იუვენტუსი” “ინტერს” იკარდის სანაცვლოდ გონსალო იგუაინსა და დამატებით 50 მილიონ ევროს სთავაზობს. მილანელები ასევე განიხილავენ არგენტინული “რასინგის” ფორვარდ ლაუტარო მარტინესის კანდიდატურას.
მაურო იკარდიმ იტალიის სერია А-ს გასულ გათამაშებაში 34 მატჩი ჩაატარა, 29 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.