“ინტერი” კოუტინიოს დაბრუნებას არ გამორიცხავს
მილანის “ინტერის” სპორტულმა დირექტორმა პიერო აუზილიომ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ კლუბმა თავის დროზე ფილიპე კოუტინიო გაყიდა. “ნერაძური” ბრაზილიელი ფეხბურთელის დაბრუნების იმედს არ კარგავს.
“ინტერში” ჩემი მუშაობის პერიოდში კოუტინიოს გაყიდვა იყო გადაწყვეტილება, რომელიც, ალბათ, ყველაზე მეტად იწვევს სინანულს. მასზე, როგორც ფეხბურთელზე და პიროვნებაზე შესანიშნავი წარმოდგენა დამრჩა, მაგრამ იმ პერიოდში იგი ფიზიკურად მზად არ იყო. იტალიური ფეხბურთისთვის შესაბამისი მომზადება მართებდა.
ჩვენი კლუბი ახლა ძლიერი მფლობელების ხელშია. ასე რომ, მომავალში კოუტინიოს დაბრუნებას არ გამოვრიცხავ. ჩვენ ამის იმედი გვაქვს”, – ციტირებს აუზილიოს სიტყვებს “ლა გაძეტა დელო სპორტი”.
შეგახსენებთ, რომ ფილიპე კოუტინიო “ინტერში” 2010-დან 2013 წლამდე თამაშობდა. გეტყვით იმასაც, რომ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა “ლივერპულთან” ახლახან გაახანგრძლივა კონტრაქტი. მხარეებს შორის არსებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს.