“ინტერი” – “მილანი” (სასტარტო შემადგენლობები)
დღეს, იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში დერბი “დელა მადონინა” შედგება. “სან სიროზე” ერთმანეთს “ინტერი” და “მილანი” დაუპირისპირდებიან.
უკვე ცნობილია, თუ როგორი შემადგენლობებით გამოვლენ გუნდები მოედანზე.
“ინტერი“: ჰანდანოვიჩი, გალიარდინი, იკარდი, ვესინო, ვალერო, მირანდა, დამბროზიო, შკრინიარი, პერიშიჩი, ნაგატომო, კანდრევა.
“მილანი“: დონარუმა; რომანიოლი, მუსაკიო, ბონუჩი; ბონავენტურა, კესიე, ბილია, ბორინი, როდრიგესი; სილვა, სუსო.