“ინტერი” – “მილანის” მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია!
დღეს, 15 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში დერბი “დელა მადონინა” შედგება. ნომინალური მასპინძელი, “ინტერი” “სან სიროზე” “მილანს” დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა. ბილეთებიდან შემოსულმა თანხამ 4.8 მილიონი ევრო შეადგინა, რაც იტალიური ფეხბურთის რეკორდია. იქიდან გამომდინარე, რომ ნომინალური მასპინძელი “ინტერია”, ტრიბუნებზე უმეტესწილად სწორედ “ნერაძურის” ფანები იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
?| #InterMilan is sold out! Gate receipts of over 4.8 million Euros are a record for Italian football. #DerbyMilano #FCIM #ForzaInter
— Inter (@Inter_en) October 14, 2017