“ინტერი” ნკულუსთვის იბრძოლებს?
25 წლის ფეხბურთელი, შესაძლოა, “ჯუზეპე მეაცაზე” ვიხილოთ.
მოგეხსენებათ, დიდი ალბათობით, ანდრეა რანოკია მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, “ინტერის” შემადგენლობას დატოვებს, აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, მილანელებმა მისი შემცვლელის ძებნა დაიწყონ.
FcInterNews.it-ის ინფორმაციით, “ნერაძურიში” გადასვლის მთავარ კანდიდატად ფრანგული “მარსელის” მცველი ნიკოლას ნკულუ ითვლება. მისი ღირებულება ათ მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა, სავარაუდოდ, ეს თანხა ბევრად უნდა შემცირდეს, რადგან კამერუნელის მიმდინარე კონტრაქტი მომავალ ზაფხულამდეა ძალაში.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ნკულუ “ინტერისთვის” მხოლოდ ერთ-ერთ ვარიანტად რჩება და ჯერჯერობით სამიზნეთა სიაში არ შედის.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, “მარსელის” მაისურით ნკულუმ ამ დროისთვის 17 მატჩის ჩატარება მოასწრო.