“ინტერი” სიმონე ინძაგის დათანხმებას მაინც ცდილობს

თარიღი: მაისი 27, 2021

წუხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომის “ლაციოს” მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა მილანის “ინტერი” ანტონიო კონტეს წასვლის შემდეგ გუნდის თავკაცის ვაკანტურ პოსტზე სწორედ ინძაგის კანდიდატურას მოიაზრებს და მის გადმობირებას აქტიურად ცდილობს.

წამყვანი იტალიური გამოცემები იუწყებიან, რომ “ნერაძურის” ხელმძღვანელობა კლუბში სიმონე ინძაგის მოყვანის თაობაზე აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებას. 45 წლის სპეციალისტის აგენტი ტულიო ტინტი დღეს მილანური კლუბის ოფისშიც იმყოფებოდა. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი “ინტერის” მცველ ალესანდრო ბასტონის ინტერესებსაც წარმოადგენს. თეორიულად სიმონე ინძაგის გადმობირება მარტივია, რადგან მასსა და “ლაციოს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 30 ივნისს ეწურება.

“ინტერმა” მანამდე მოლაპარაკება მასიმილიანო ალეგრისთან სცადა, თუმცა ამ უკანასკნელს ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი. მილანელთა კიდევ ერთი ვარიანტი მაურიციო სარი იყო, მაგრამ მათ შორის შეთანხმება არ შედგა.

ალტერნატიულ კანდიდატებად სინიშა მიჰაილოვიჩი, პაულუ ფონსეკა და ვალტერ ძენგა სახელდებიან, თუმცა მათი მოწვევით “ინტერის” ხელმძღვანელობა დიდად მოწადინებული არ არის.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

დიბალა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება?

პაულო დიბალასთვის ბრძოლაში “ნაპოლიც” ჩაერთო. იტალიური მედიის თანახმად, ნეაპოლელთა სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის სატელეფონო საუბარი [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: მხითარიანი “ინტერში” გადავიდა

ჰენრიხ მხითარიანი მილანის “ინტერში” გადავიდა. 33 წლის სომეხი ფეხბურთელი “ნერაძურის” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარის დამატება “მილანსაც” მოუნდა

ბრაზილიური გამოცემა UOL-ის ინფორმაციით, ნეიმარის დამატების სურვილი “მილანმაც” გამოხატა. “როსონერის” პრობლემა მოთამაშის ფინანსუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერია A-მ სკუდეტოსთვის “ოქროს მატჩი” დააწესა

იტალიის ჩემპიონატის ხელმძღვანელობამ ტურნირის რეგლამენტში ახალი ცვლილება შეიტანა. სერია A-ში იყო წესი, რომლის თანახმადაც, ორ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაცოლა ლუკაკუზე: “არასდროს მინახავს, რომ ფეხბურთელს ასე სურდეს ყოფილ გუნდში დაბრუნებ

მილანის “ინტერის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სანდრო მაცოლამ გუნდში რომელუ ლუკაკუს დაბრუნების შესახებ ისაუბრა. “ძალიან მომწონს ლუკაკუ. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკას ლეივა მშობლიურ კლუბში დაბრუნდა

ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ლუკას ლეივამ რომის “ლაციო” დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. 35 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვემ” ნეიმარის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება გამართა

ესპანური “ასის” ცნობით, ტურინის “იუვენტუსმა” “პარი სენ-ჟერმენიდან” ნეიმარის გადმობირებაზე მუშაობა დაიწყო. “ბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერი” დიბალას მიმართ ინტერესს ინარჩუნებს

იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ მილანის “ინტერი” პაულო დიბალას მიმართ ინტერესს ინარჩუნებს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შკრინიარი და “პსჟ” შეთანხმდნენ

მილანის “ინტერის” მცველი მილან შკრინიარი “პარი სენ-ჟერმენთან” პირადი კონტრაქტის ყველა პირობას დათანხმდა. ამ ინფორმაციას იტალიე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გელოდებით ნაპოლიში ხვიჩა” – იტალიელი ფანები კვარაცხელიას ელიან

ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული ლიგის მე-2 წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ამის შესახებ “ნაპოლის” ფანებმაც მალევე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩალჰანოღლუ: “ზლატანი 40 წლის კაცია და ასე არ უნდა მოქცეულიყო”

“ინტერის” შემტევმა ნახევარმცველმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ ზლატან იბრაჰიმოვიჩი გააკრიტიკა. როგორც იცით, “მილანმა” გასულ სეზონში სერი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკაკუ და “ინტერი”: შეთანხმება მიღწეულია

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ მილანის “ინტერში” ბრუნდება. “სქაი იტალია” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერი” ლუკაკუს მომდევნო კვირაში წარადგენს

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ მილანის “ინტერი” რომელუ ლუკაკუს მომდევნო კვირაში წარადგენს. წყაროს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რომას” რონალდუს დამატება სურს

იტალიური “ლა რეპუბლიკას” ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ამ ზაფხულს შესაძლოა გუნდი დატოვოს. წყ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცნობილი იტალიელი აგენტი: “ხვიჩას ინსინიეს მემკვიდრედ გამოცხადება ადრეა”

ცნობილმა იტალიელმა აგენტმა ალესანდრო კანოვიმ ხვიჩა კვარცხელიაზე და დეულოფეუზე ისაუბრა, რომლის დამატება “ნაპოლის” სურს. “დეულოფეუ [&h...
წაკითხვა