“ინტერი” ზამთარში გუნდის შეტევითი პოტენციალის გაძლიერებას გეგმავს
არავისთვისაა საიდუმლო ის ფაქტი, რომ მილანის “ინტერის” თავკაცი, ლუჩიანო სპალეტი გუნდისგან შეტევაში გაცილებით უფრო მეტს მოითხოვს. იან კარამოჰის ტრანსფერის მიუხედავად, “ნერაძურის” რიგებში ივან პერიშიჩის, კანდრევასა და მაურო იკარდის შემცვლელის დასახელება ძალიან რთულია.
Calciomercato-ს ცნობით, მილანური გრანდის ხელმძღვანელები ზამთარში შეტევითი პოტენციალის გასაძლიერებლად “პარი სენ-ჟერმენიდან” ლუკას მოურას წამოყვანას გეგმავენ, რომელსაც საფრანგეთში საკმარისი სათამაშო პრაქტიკა არ ეძლევა.
თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, “ინტერის” დამფინანსებლები ლუკას მოურას აქციების 100 პროცენტის შეძენაზე უარს ამბობენ და მხოლოდ მის არენდის წესით აყვანაზე არიან თანახმანი.
გეტყვით იმასაც, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირების სურვილს “არსენალისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებიც გამოთქვამენ.