“ინტერის” დირექტორი: “მანჩესტერი” ჩვენი მოთამაშით ინტერესდება”
მილანის “ინტერის” დირექტორი, პიერო აუსილიო აცხადებს, რომ “მანჩესტერ უნაიტედს” მათი მოთამაშის, ივან პერიშიჩის შეძენის სურვილი აქვს.
“მათ ოფციალური წინადადებით ჯერ არ მოუმართავთ, თუმცა ინტერესი ნამდვილად არსებობს. ჩვენ გვინდა, რომ “ინტერი” განვავითაროთ. ამიტომ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. სატრანსფერო ფანჯარა მოახლოვდა და ჯერ არავინ გაგვიშვია გუდნიდან. სწორი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. დავფიქრდებით და გადავწყვეტთ, პერიშიჩის დატოვება თუ გაშვება იქნება კარგი გუნდისთვის.”
“ვფიქრობ, ცხრილში ჩვენს ზემოთ მყოფ გუნდების უმეტესობაზე კარგი შემადგენლობა გვყავს. შესაბამისად, ბევრი ფეხბურთელით გაძლიერება არაა საჭრო. ასე ვფიქრობ, თუმცა ახალი მწვრთნელის აზრს ამ საკითხში დიდი მნიშვნელობა ექნება,” – განაცხადა “ინტერის” შეფმა.