“ინტერის” ინტერესთა სფეროში “მანჩესტერის” რამდენიმე ფეხბურთელი მოექცა
თუ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი, ჟოზე მოურინიო იანვრის თვეში წმენდის ჩატარებას აპირებს, სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ამ მოვლენით სარგებლის მიღებას იტალიური “ნერაძური” შეეცდება.
იტალიური პრესის, Corriere dello Sport-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, “ინტერის” ხელმძღვანელები ისეთი ფეხბურთელების გადაბირებას აპირებენ, როგორებიც არიან: მატეო დარმიანი, მემფის დეპაი, დეილი ბლინდი და ქრის სმოლინგი.
აქვე შეგახსენებთ, იმასაც, რომ “ინტერი” ერთადერთი კლუბი არ არის, რომელიც მემფისის გადაბირებას ცდილობს. ჰოლანდიელი შემტევის სერვისით ამავდროულად “ევერტონი” და “იუვენტუსიც” არის დაინტერესებული.
არც ისაა გამორიცხული, რომ “სან სიროზე” ბასტიან შვაინშტაიგერი აღმოჩნდეს, რომელსაც “მანჩესტერში” საკმაოდ ცუდად ექცევიან.