“ინტერის” ხელმძღვანელები ხამესის აგენტს დაუკავშირდნენ
იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, მილანის “ინტერის” სპორტული დირექტორი, პიერო აუსილიო ხამეს როდრიგესისა და ფაბინიოს აგენტს, ჟორჟე მენდეშს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ “ნერაძურის” დირექტორი გუშინ “მონაკოსა” და “ბორუსიას” შორის გამართულ მატჩზეც დააფიქსირეს, რამაც რასაკვირველია, გარკვეული ჭორები წარმოშვა.
Corriere dello Sport-ის ცნობით, აუსილიო მენდეშთან ხამეს როდრიგესის ტრანსფერის თაობაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომლის ტრანსფერისთვისაც მადრიდელები დაახლოებით 60 მილიონ ევროს ითხოვენ.
რაც შეეხება ფაბინიოს, მისი გადაბირება იტალიელებს 30 მილიონ ევროდაც შეუძლიათ.