“ინტერის” ქომაგი: “სად არის ჩემი სათვალე?”
იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურში მილანის “ინტერსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართული მატჩი ანგარიშით 1:2 დასრულდა. გამარჯვების ბურთი ალვარო მორატამ გაიტანა, რომელმაც გოლის აღნიშვნისას ტრიბუნიდან გადმოგდებული მზის სათვალე გაიკეთა.
როგორც აღმოჩნდა, ეს სათვალე “ინტერის” ერთ-ერთ ქომაგს ეკუთვნოდა. მილანური კლუბის ფანი უკმაყოფილოა, რომ მისი სათვალე მორატამ გაიკეთა.
“ინტერის” ერთგული ქომაგი ვარ და არ მომეწონა, რომ ჩემი სათვალე “იუვენტუსის” ფეხბურთელმა გაიკეთა. ამ გოლის მომენტში ძალიან გავბრაზდი. სათვალე არ მისვრია, უბრალოდ ხელიდან გამივარდა. როცა დავინახე, რომ ჩემი სათვალე ბონუჩიმ აიღო და მორატას მიაწოდა, მთელი ძალით დავიყვირე, მაგრამ არ მომისმინეს. შემდეგ მორატამ სადღაც მოისროლა და ახლაც არ ვიცი, სად არის ჩემი სათვალე. მას მერე აღარც მინახავს. საბედნიეროდ, ეს სათვალე ბაზრობაზე მხოლოდ 2 ევროდ მქონდა ნაყიდი”, – “ინტერის” ტიფოზის სიტყვები “ლა გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.