“ინტერის” სატიტულო კომპანიის პრეზიდენტი მესიზე ოცნებობს

თარიღი: ნოემბერი 30, 2016

მილანის “ინტერის” სატიტულო სპონსორის, “პირელის” პრეზიდენტმა ტრონჩეტი პროვერამ “ნერაძურიში” “ბრასელონას” ლიდერ ლიონელ მესის ხილვის სურვილი გამოთქვა.

“მესიზე ყოველთვის ვოცნებობდი. მომავალს რწმენით და იმედით შევცქერი. ოცნებები ხანდხან ხდება”, – პროვერას სიტყვები “კორიერე დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ 1997 წელს სწორედ პროვერას ინიციატივით გაიფორმა “ინტერმა” ბრაზილიელი რონალდო. ასე რომ, იტალიაში “პირელის” პრეზიდენტის ეს განცხადება სრული სერიოზულობით მიიღეს.

Messi All'Inter

მსგავსი სიახლეები