“ინტერის” წარმომადგენელი რუმენიგეს შეხვდა — რა ტრანსფერს ამზადებს მილანური კლუბი?
მიუნხენის “ბაიერნის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე მილანის “ინტერის” წარმომადგენელს შეხვდა. მხარეებმა ბავარიელთა 28 წლის მაროკოელი მცველის, მეჰდი ბენატიას შესაძლო ტრანსფერზე იმსჯელეს.
ამ ინფორმაციას “სქაი სპორტსის” ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს და შეხვედრის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ მეჰდი ბენატია “ბაიერნში” იტალიური “რომადან” 2014 წელს გადავიდა. ბავარიელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 26 მილიონი ევრო გაიღეს.
მეჰდი ბენატიამ გერმანიის ბუნდესლიგის 2014/2015 წლების გათამაშებაში 15 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.