“ინტერმა” 4-იანი გააუქმა
ამიერიდან, “ინტერში” ოთხნომრიანი მაისური არავის ექნება, რადგან იგი გუნდში ბოლოს ხავიერ ძანეტის ეცვა და სამუდამოდ მისი დარჩა.
ლეგენდარულმა არგენტინელმა კარიერა გასულ ზაფხულს დაასრულა. მან ითამაშა 19 წელი ერთ გუნდში და გამართა 615 შეხვედრა.
ამჟამად, ხავიერ ძანეტი გუნდის ვიცე-პრეზიდენტია.
ეს იდეა სწორედ “ინტერის” პრეზიდენტმა, ერიკ ტოჰირიმ მოიფიქრა, რათა გუნდის ლეგენდა სათანადოდ დაეფასებინა.
“მოხარული ვარ, რათა ვიყავი და ვარ “ინტერის” ნაწილი და ვამაყობ, რომ 4 ნომერი მე გადმომეცა,”-განაცხადა ძანეტიმ.