“ინტერმა” დე ბური გაათავისუფლა
მილანის “ინტერმა” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრანკ დე ბური გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა აღნიშნულ თანამდებობაზე მხოლოდ სამი თვის განმავლობაში იმუშავა.
“ინტერი” ფრანკსა და მის სამწვრთნელო შტაბს გუნდში ამ თვეების განმავლობაში გაწეული მუშაობისთვის მადლობას უხდის და სამომავლოდ წარმატებებს უსურვებს”, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
“ნერაძურის” იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-12 ადგილი უკავია. გუნდს არც ევროპის ლიგაზე აქვს საქმე სახეიროდ: ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული სამი შეხვედრიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში იზეიმა გამარჯვება, დანარჩენ ორ მატჩში კი მოედანი დამარცხებულმა დატოვა და ახლა ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია, თუმც მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.
“ინტერს” დროებით კლუბის ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი სტეფანო ვეკი უთავკაცებს.