“ინტერმა” გასვლაზე “რომა” დაამარცხა (ვიდეო)
იტალიის სერია A-ს მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა “სტადიო ოლიმპიკოზე” გაიმართა, სადაც “რომამ” მილანის “ინტერი” მიიღო. მატჩი “ნერაძურის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
მასპინძლები შეხვედრის მე-15 წუთზე ედინ ჯეკომ დააწინაურა. ამის შემდეგ რომაელებს გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდათ, თუმცა სამჯერ ბურთი მეტოქის კარის ძელს გაარტყეს. მილანელებმა მატჩის მეორე ტაიმში თამაშის შემოტრიალება შეძლეს. 67-ე წუთზე მაურო იკარდიმ წონასწორობა აღადგინა, ზუსტად ათ წუთში კი საკუთარი გუნდი დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ იკარდიმ პირველ ტურშიც მოახერხა დუბლის გაფორმება. მატჩს წერტილი მატიას ვესინომ დაუსვა – 1:3.
ამრიგად, “ინტერმა” მეორე მატჩიც მოიგო და ახლა სატურნირო ცხრილს ტურინის “იუვენტუსთან” ერთად ლიდერობს, თუმცა არაერთ მადევარს ჯერ კიდევ ჩასატარებელი აქვს მეორე ტურის შეხვედრა. “რომას” ამ წუთისთვის სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიცია უკავია.
იტალიის სერია A
II ტური
“რომა” — “ინტერი” 1:3 (1:0)
გოლები: ჯეკო 15′ — იკარდი 67′, 77′, ვესინო 87′.