“ინტერმა” გასვლაზე “რომა” დაამარცხა (ვიდეო)

თარიღი: აგვისტო 27, 2017

იტალიის სერია A-ს მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა “სტადიო ოლიმპიკოზე” გაიმართა, სადაც “რომამ” მილანის “ინტერი” მიიღო. მატჩი “ნერაძურის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

მასპინძლები შეხვედრის მე-15 წუთზე ედინ ჯეკომ დააწინაურა. ამის შემდეგ რომაელებს გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდათ, თუმცა სამჯერ ბურთი მეტოქის კარის ძელს გაარტყეს. მილანელებმა მატჩის მეორე ტაიმში თამაშის შემოტრიალება შეძლეს. 67-ე წუთზე მაურო იკარდიმ წონასწორობა აღადგინა, ზუსტად ათ წუთში კი საკუთარი გუნდი დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ იკარდიმ პირველ ტურშიც მოახერხა დუბლის გაფორმება. მატჩს წერტილი მატიას ვესინომ დაუსვა – 1:3.

ამრიგად, “ინტერმა” მეორე მატჩიც მოიგო და ახლა სატურნირო ცხრილს ტურინის “იუვენტუსთან” ერთად ლიდერობს, თუმცა არაერთ მადევარს ჯერ კიდევ ჩასატარებელი აქვს მეორე ტურის შეხვედრა. “რომას” ამ წუთისთვის სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიცია უკავია.

იტალიის სერია A
II ტური
“რომა” — “ინტერი” 1:3 (1:0)
გოლები: ჯეკო 15′ — იკარდი 67′, 77′, ვესინო 87′.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ნეიმარის ფინტი “რეიმსთან” მატჩში (ვიდეო)

Neymar pulling out all the tricks tonight. 🎩 pic.twitter.com/wxzOtWMQdh — Regista (@Regista) September 27, 2020 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუს მეორე გოლი “რომას” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Cristiano Ronaldo subiu no 4° andar pra marcar o segundo dele na partida. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესის გოლი “ვილიარეალის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო GOOOOOAL Messi 🐐 😭🔥😍 The match is live on 👇🏻🔥https://t.co/QlfmIjTVob Kindly retweet 🔥 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიამ “როტორს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Rotor Volgograd 0-2 Rubin Kazan – Khvicha Kvaratskhelia Amazing Goal pic.twitter.com/DRQgmSikDc — Giorgi […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფილიპო ინძაგი: “ორივე ძმამ მოვიგეთ, მამა ტიროდა”

გუშინ ფილიპო ინძაგიმ “ბენევენტოს” მთავარი მწვრთნელის რანგში იტალიის სერია A-ში პირველი მატჩი ჩაატარა და პირველი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის სუარესმა “ატლეტიკოს” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Suarez already bagging his first goal for Atletico pic.twitter.com/i89RBHDFF4 — Khalid (@Khalz10I) September […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან შენგელიამ “ბეშიქთაშს” გაუტანა (ვიდეო)

Konyaspor 1-0 Beşiktaş 28' Shengelia https://t.co/fBd4EAerZn #BeşiktaşınMaçıVar pic.twitter.com/w1gt75917T — NeTSpor Izle ⚽️ 🇹🇷 (@netsporizl...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ფეიენორდის” ფეხბურთელმა წლის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა (ვიდეო)

მარკოს სენესის გოლი “დენ ჰაგის” კარში იხილეთ ვიდეო Feyenoord – Ado Den Haag karşılaşmasında, Feyenoord'u […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რიბერის საგოლე გადაცემა “ინტერთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Ribery's beautiful assist to Chiesa 😍pic.twitter.com/AOlVtZA4Oy — ASG (@ahadfoooty) September 26, 2020 This […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დრამა “მეაცაზე”: “ინტერმა” ორ წუთში გატანილი ორი გოლით “ფიორ

დრამატულ ბრძოლაში წარიმართა იტალიის სერია A-ს II ტურში მილანის “ინტერსა” და “ფიორენტინას” შორის გამართული მატჩი. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალმა” “ბეტისი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის ახალი სეზონის მესამე ტურის მატჩში “რეალ ბეტისმა” საკუთარ კედლებში მადრიდის “რეალი” მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო რამოსის პენალტი “ბეტისთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Le penalty de Ramos 💫 #RealBetisRealMadridn #BETRMA pic.twitter.com/AW8M8ajPSP — Momino (@MominoShow) September 26, […]...
წაკითხვა