“ინტერმა” ხამესისთვის და ვერატისთვის 150 მლნ გაამზადა
მილანის “ინტერის” ჩინელმა მფლობელებმა გუნდში ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება გადაწყვიტეს.
კერძოდ, დამდეგ ზაფხულს “ნერაძური” მადრიდის “რეალიდან” ხამეს როდრიგესის, “პარი სენ-ჟერმენიდან” კი მარკო ვერატის გადმობირებას შეეცდება. იტალიურმა კლუბმა აღნიშნული ტრანსფერებისთვის 150 მილიონი ევრო გაამზადა.
კოლუმბიელ ფეხბურთელს “სამეფო კლუბში” მცირე სათამაშო დრო ეძლევა და ნავსაყუდელის შესაცვლელად მზადაა.
მარკო ვერატიმ “პარი სენ-ჟერმენის” ახალ მთავარ მწვრთნელ უნაი ემერისთან საერთო ენა ვერ გამონახა და გუნდის გამოცვლაზე ისიც ყაბულს არის.