“ინტერმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” შკრინიარის ტრანსფერზე უარი უთხრა
მილანის “ინტერმა” “მანჩესტერ იუნაიტედის” შემოთავაზება უარით გაისტუმრა. “წითელი ეშმაკები” “ნერაძურის” მილან შკრინიარის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, თუმცა იტალიელებმა გუნდიდან სლოვაკი ცენტრალური მცველის გაშვებაზე უარი თქვეს.
“ლა გაძეტა დელო სპორტის” თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს უკვე დიდი ხანია, “ოლდ ტრაფორდზე” მილან შკრინიარის ხილვა სურს და მის სანაცვლოდ კლუბმა 75 მილიონი ევროც გაამზადა, თუმცა მილანიდან უარყოფითი პასუხი მოვიდა. მიუხედავად ამისა, “წითელი ეშმაკები” დანებებას არ აპირებენ და 23 წლის მცველის სანაცვლოდ შესათავაზებელ თანხას გაზრდიან.