„ინტერმა“ „რეალს“ პენალტების სერიაში სძლია
Guinness International Champions Cup-ის ფარგლებში მადრიდის „რეალსა“ და მილანის „ინტერს“ შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მე-11 წუთზე გარეტ ბეილმა შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა. იტალიელებმა თერთმეტმერიანი დარტყმით გაათანაბრეს. ნემანია ვიდიჩის მიერ გამომუშავებული პენალტი მაურო იკარდიმ გოლად აქცია. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, საყაიმო შედეგის გამო, ძირითადი 90 წუთის შემდეგ პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა. თერთმეტმერიანი დარტყმების სერიაში ვალტერ მაცარის გუნდმა ანგარიშით 3:2 იმარჯვა.
ტურნირის ამავე ჯგუფში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „რომა“ ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
„რეალი“ — „ინტერი“ 1:1 (პენ. 2:3)
„რეალი“: დიეგო ლოპესი (ხესუს კოლადო 46′), კარვახალი, პეპე (მასკარელი 65′), ნაჩო, დიეგო ლორენტე; ილიარამენდი, მედრანი (დერიკი 65′), ისკო; ლუკას ვასკესი, რაულ დე ტომასი (სობრინიო 53′), ბეილი (მარკოს ლორენტე 53′).
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.
„ინტერი“: ჰანდანოვიჩი (კარიზო 63′), რანოკია (ანდრეოლი 63′), ვიდიჩი, ჟუან ჟეზუსი, დამბროზიო, ჯონათანი (ბონაცოლი 90′), კუზმანოვიჩი (მვილა 63′), ობი (კრჰინი 78′), დოდო (ნაგატომო 78′), ბოტა (ლაქსალტი 78′), იკარდი.
მთავარი მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.
გოლები: ბეილი 11′ — იკარდი 68′ (პენ).
პენალტების სერია: ისკო (X), ლუკას ვასკესი (O), ნაჩო (O) ილიარამენდი (X), მასკარელი (X) — ვიდიჩი (O), ნაგატომო (X), მვილა (X), ჟუან ჟეზუსი (O), იკარდი (O).
მთავარი მსაჯი: რიკარდო სალაზარი (აშშ).