“ინტერმა” “რომა” დაამარცხა
იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურში მილანში “ინტერმა” “რომას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
ანგარიში ხსენებულ შეხვედრაში მე-15 წუთზე ერნანესმა გახსნა და “ინტერმა” ტაიმი მინიმალური უპირატესობით მოიგო. მეორე ნახევარში სტუმრებმა ნაინგოლანის გოლით გაათანაბრეს, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მილანელები კვალვ დაწინაურდნენ. “ინტერისთვის” გამარჯვების გოლი იკარდიმ გაიტანა.
ინტერი 2-1 რომა
გოლები: ერნანესი 15′ (1:0); ნაინგოლანი 63′ (1:1); იკარდი 88′ (2:1);