“ინტერს” ალექსის სანჩესის კონტრაქტის გამოსყიდვა სურს
მილანის “ინტერის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს გუნდში იჯარის წესით მოთამაშე ალექსის სანჩესის შენარჩუნება სურს.
Goal-ი წერს, რომ “ნერაძური” 31 წლის ჩილელი ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდად მზად არის, “მანჩესტერ იუნაიტედს” ოცი მილიონი ევრო გადაუხადოს.
კლუბები საიჯარო ხელშეკრულების ივლისის ბოლომდე გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, თუმცა აგვისტოს თვეში “ინტერი” ალექსის სანჩესს ევროპის ლიგის საპლეიოფო მატჩებში ვეღარ გამოიყენებს. “ოლდ ტრაფორდზე” შიშობენ, რომ ჩილელმა თავდამსხმელმა შესაძლოა, ტრავმა მიიღოს, რის გამოც მის გაყიდვას ვეღარ შეძლებენ. აქედან გამომდინარე, ინგლისელებმა საიჯარო შეთანხმების კიდევ უფრო ხანგრძლივი პერიოდით გაგრძელებაზე უარი თქვეს.
ალექსის სანჩესმა იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 13 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.