ინტერვიუ “ანთალიასფორის” ქართველ ლეგიონერთან: “აქ “გალათასარაი” და” ბურსასფორი” გამორჩეული გუნდებია”

თარიღი: მარტი 8, 2018

თბილისის “საბურთალოს” ოფიციალური გვერდის სტუმარი დავით მჯირია, რომელიც სწორედ ამ კლუბში აღიზარდა და შემდეგ “ანთალიასფორში” გადაბარგდა. იგი 19-წლამდე გუნდშ თამაშობს.

ფეხბურთელს რამდენიმე კითხვით გაესაუბრნენ:
– დავით, როგორ შეეგუეთ ახალ კლუბს, ახალ გარემოს?
– ძირითადად, “ანტალიასფორის” დუბლშემადგენლობაში ვვარჯიშობ, 19 წლამდელთა გუნდში კი ვთამაშობ. ყველაფერი ნორმალურად და გეგმის მიხედვით მიდის. კმაყოფილი ვარ აქაურობით.
– 19 წლამდელთა ჩემპიონატი როგორი დონისაა?
– “ბურსასფორი” და “გალათასარაი” გამორჩეულები არიან, დანარჩენები ყველა თანაბარი დონისაა. სულ ორთაბრძოლებია, ძირითადად ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ.
რამდენიმე ტურის წინ “ბურსას” გასვლაზე 2:2 ვეთამაშეთ, მაგარი მატჩი გამოდგა – საინტერესო, დაძაბული. “ბურსას” შემადგენლობის დიდი ნაწილი გასული წლის ოქტომბერში თბილისში იყო ჩამოსული, როდესაც “საბურთალოს” ასაკობრივ გუნდს უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე დაუპირისპირდა. “ბურსა” 19 წლამდელთა პირველობას წლეულსაც ლიდერობს.
– ტანმაღალი ფეხბურთელი ხართ. მეორე სართულზე მცველებს ალბათ ბევრ თავსატეხს უჩენთ…
– მცველები ძალიან უხეშ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობენ, რომ იტყვიან ზღვარზე თამაშობენ. ისინი ზედმეტადაც უხეშობენ. ამიტომაცაა, რომ მსაჯებს ხშირად ყვითელი ბარათების ჩვენება უწევთ, ხანდახან კი წითელ ბარათშიც ისახება-ხოლმე.
ახალ კლუბში 14 მატჩი ვითამაშე და ორი გოლი გავიტანე. ვეცდები გავაუმჯობესო შედეგი.
– გუნდში ერთადერთი ლეგიონერი ხართ?
– დიახ, ამ ეტაპზე მხოლოდ მე ვარ უცხო ქვეყნიდან, დანარჩენები კი ადგილობრივები არიან. გასული წლის ზაფხულში, როდესაც “ანტალიასფორში” ჩამოვედი, აკადემიის დირექტორი ესპანელი იყო, თუმცა ახლა უკვე სხვა ხელმძღვანელობს. ცოტა ხნის წინ ორი ლეგიონერი იყო გუნდში, მაგრამ წასვლა მოუწიათ.
– 19 წლამდელთა გუნდი სად ვარჯიშობს?
– იქ, სადაც მთავარი გუნდი გადის საწვრთნელ პროცესს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა. ამ დროისთვის შვიდი მოქმედი ბუნებრივი მოედანია, ხოლო 3 მინდვრის გაკეთება ახლო მომავალში იგეგმება.
– “საბურთალო”-ში გატარებულ დროს როგორ გაიხსენებთ?
– “საბურთალო”-ში ორი სეზონი დავყავი, ვფიქრობ ძალიან დამეხმარა ჩემს წინსვლაში. ჩემი გადმოსახედიდან თბილისურ გუნდში განვითარდი და მოვუმატე, ბევრი რამ ვისწავლე და რაც მთავარია ფორვარდისთვის – გოლებიც გამქონდა. ამ ფაქტორმა უფრო მეტი მოტივაცია გამიჩინა. ვშრომობ ჩემს თავზე და მინდა უკეთესად წარმოვჩნდე.
– ყოფილ თანაგუნდელებთან მეგობრობთ?
– დიახ, ხშირად ვკონტაქტობ ქოჩორაშვილთან, ნიკოლაშვილთან, ბევრთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. რამდენიმე თვის წინ, როდესაც თბილისში ჩამოსვლა მომიწია, მოვინახულე ბიჭები, მწვრთნელები…
– 11 მარტს სტუმრად “გიოზეთეფეს” დაუპირისპირდებით. როგორ ემზადებით მოახლოებული შეხვედრისთვის?
– პასპორტს ვადა გაუვიდა და მის გასაგრძელებლად რამდენიმე დღით თბილისში ვარ ჩამოსული. დღეს თურქეთში მივემგზავრები.
ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი “საბურთალოს” მწვრთნელებს, ფეხბურთელებს. ძალიან მეგობრული გუნდია.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მილნერი: “რეალზე” უკეთესი გუნდი ვიყავით”

“ლივერპულის” ნახევარმცველმა, ჯეიმს მილნერმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპზე მადრიდის “რეალთან” გამართული განმეორებითი მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “ჯერ არაფერი მოგვიგია”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მეორე მატჩში “ლივერპულთან” დასრულებული მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე ჟოზე მოურინიოს რეკორდი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში “მანჩესტერ სიტიმ” დორტმუნდის “ბორუსია” გასვლაზე ანგარიშით 1:2 დაამარცხა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ირანულმა ტელევიზიამ “ტოტენჰემი” – “მანჩესტერ იუნაიტედის” მატ

11 აპრილს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ტოტენჰემმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და 1:3 დამარცხდა. ირანში [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვატცკე: “დიდმა კლუბებმა უნდა გაიგონ, რომ ფეხბურთელის ფასს ჩვენ ვასახელებთ”

დორტმუნდის “ბორუსიას” დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელი, ჰანს-იოაჰიმ ვატცკე, პეპ გვარდიოლას კომენტარს ეხმაურება. “სიტის” თავკაც...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარი: “კიმიხი ამბობდა, რომ ნახევარფინალში ადგილი განაღდებული ჰქონდათ”

“პარი სენ-ჟერმენმა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის “ბაიერნი” გამოთიშა ასპარეზობას. მატჩის შემდეგ ნეიმარმა და ლეანდრო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლოთარ მათეუსი: “ფლიკი ნაკრებში მიდის, “ბაიერნი” ახალ მწვრთნელზე ფიქრობს&

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსი, ირწმუნება, რომ ჰანსი ფლიკი “რეკორდმაისტერს” მიმდინარე სეზონის ბოლოს დატ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰოვარდ ვები ბუნდესლიგის მსაჯზე დაქორწინდა (ფოტო)

პრემიერ ლიგის ყოფილი მსაჯი, ჰოვარდ ვები, ბიბიანა შტაინჰაუსზე დაქორწინდა. ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mail […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი “აიაქსის” სპორტულ დირექტორს შეხვდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას, კარგმა თამაშმა ამსტერდამის “აიაქსის” ხელმძღვანელთა ყურადღებაც მი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატალანტას” ფეხბურთელებმა თანაგუნდელს რონალდუს მაისური აჩუქეს (ვიდეო)

“ატალანტას” ფეხბურთელები თანაგუნდელ რობინ გოსენსს გაეხუმრნენ და მას კრიშტიანო რონალდუს მაისური აჩუქეს. გერმანელმა მოთამაშემ საკუთარ [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

უცნაური მოქმედება – უკრაინელი ფეხბურთელის წითელი ბარათი ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში

ჩრდილოეთ ირლანდია – უკრაინა იხილეთ ვიდეო pic.twitter.com/jZiSxRFDkp — Out Of Context Football (@nocontextfooty) April 14, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ”-ს პრეზიდენტი: “ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა”

ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის “ბაიერნის” ბარიერის გადალახვისა და ნახევარფინალში გასვლის შემდეგ “პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა პრ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფლიკის პირველი კომენტარი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ

“პარი სენ-ჟერმენმა” ორმატჩიან დუელში ევროპის მოქმედი ჩემპიონი, მიუნხენის “ბაიერნი”, გასვლაზე გატანილი მეტი გოლის წყალობით დაამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარის პირველი კომენტარი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ

“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა, ნეიმარ ჟუნიორმა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

მეჰდი ტარემიმ “ჩელსის” საოცარი გოლი გაუტანა! (ვიდეო)

მეჰდი ტარემის გოლი “ჩელსის” კარში იხილეთ ვიდეო WHAT A GOAL TAREMI 🇮🇷🔥 pic.twitter.com/hWXpA5epC7 — FIFA […]...
წაკითხვა