ინტერვიუ გიორგი დიხამინჯიასთან
მაკედონიის ჩემპიონატი დაასრულა სახელბურთო კლუბმა სტრუგამ, რომელშიც საქართველოს ნაკრების სამი მოთამაშე – გიორგი დიხამინჯია, ლექსო წითელიშვილი და რევაზ ჭანტურია თამაშობენ. 3 ივნისიდან ჩვენი ეროვნული გუნდი საწვრთნელ შეკრებას იწყებს IHF ერთა ჩემპიონატის წინ.
პირველ ეტაპზე სტრუგამ, რომელიც სუპერლიგის დებიუტანტი იყო, მეექვსე ადგილი დაიკავა და საჩემპიონო ჯგუფში ვერ მოხვდა. პირველ ოთხეულს დაემატა ორი გრანდი, ვარდარი და მეტალურგი, ჩემპიონი კი, ტრადიციულად, ვარდარი გახდა. სტრუგამ ბრძოლა გააგრძელა 7-12 ადგილებისთვის, ამ ტურნირში ათიდან 9 მატჩი მოიგო, მხოლოდ ოჰრიდის კლუბს ჩამორჩა და საბოლოოოდ მერვე ადგილი დაიკავა.
გვესაუბრება გიორგი დიხამინჯია, რომელიც რეგულარული სეზონის შემდეგ ჟურნალისტთა, მწვრთნელთა და გულშემატკივართა გამოკითხვის შემდეგ ჩემპიონატის საუკეთესო მარჯვენა შუამარბად დაასახელეს,
-სტრუგაში სამივეს კარგი სეზონი გვქონდა. არაერთხელ დაგვასახელეს ტურის სიმბოლურ ნაკრებში, თუმცა, ჯერ არ ვიცით, აქ გავაგრძელებთ კარიერას თუ არა. მე ერთწლიანი კონტრაქტი მქონდა და სანაკრებო ტურნირის შემდეგ გერმანიაში ვაპირებ სინჯებზე წასვლას.
კონტრაქტი დაუსრულდა რეზო ჭანტურიასაც, რომელიც მეორე წრეში, პელისტერიდან შემოგვიერთდა. რეზო მომავალში მწვრთნელობას აპირებს – შარშან მან პირველი კატეგორიის ლიცენზია მიიღო, წლეულს კი უკვე მეორე დონეზე სწავლობდა. არ ვიცი, დარჩება სტრუგაში თუ არა.
ლექსო წითელიშვილს კიდევ ერთი წელი აქვს კონტრაქტი, მაგრამ აქვს შემოთავაზებები ოჰრიდიდან და ასევე სხვა ქვეყნის ორი კლუბიდან. სამწუხაროდ სეზონი მან ტრავმით დაასრულა – საზარდული აწუხებს და 8-16 ივნისს, თბილისის სპორტის სასახლეში ალბათ ვერ დაგვეხმარება.
რაც შეეხება ნაკრების ახალ მწვრთნელს, სერბ ნიკოლა მაქსიმოვიჩს, მასთან აქამდე ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ დანიშვნის შემდეგ ტელეფონით სათითაოდ გვესაუბრა ნაკრების ყველა წევრს, გაგვაცნო თავისი სახელბურთო ხედვა და გეგმები. ტურნირი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მის მოსაგებად ყველაფერს გავიღებთ, მით უფრო, რომ ეს ევრო 2022-ის შესარჩევი ეტაპიცაა.
მაკედონიის სუპერლიგა. მეორე ეტაპი. 7-12 ადგილები. საბოლოო, 20/20 ტურის შემდეგ. 7. ოჰრიდი 54 ქულა – 8. სტრუგა 52 – 9. ვარდარ ჯუნიორი 30 – 10. რადოვიში 27 –- 11. პრილეპი 16 –– 12. ბორეცი 0
————-
ვარდარმა ჩემპიონთა ლიგა მეორედ მოიგო
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგა 2017 წლის შემდეგ მეორედ მოიგო მაკედონიის ვარდარმა. კლუბმა ნახევარფინალში 29-27 დაამარცხა ბარსელონა, ხოლო ფინალში 27-24 აჯობა უნგრეთის ვესპრემს.
ფინალური ოთხეულის მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/magazine-velux-ehf-final4/1567779
ვარდარი ფინალური ოთხეულის ტურნირში, რომელიც კიოლნის ლანქსეს არენაზე გაიმართა, ფავორიტად არ ითვლებოდა, თუმცა, ნახევარფინალში, 9-16 წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ სენსაცურად შემოუტრიალა თამაში ბარსელონას – 29-27, ხოლო ლატვიელმა გიგანტმა (RB, 215 სმ) დაინის კრიშტოპანსმა 10 გოლი გაიტანა. დასრულებამდე 6 ქუთით ადრე ვარდარი ჯერ კიდევ აგებდა (24-26), მაგრამ წმინდად მოიგო თამაშის დაბოლოება.
ფინალში პირიქით იყო – ვარდარი თავიდან ბოლომდე ლიდერობდა, ტაიმი 16-11 მოიგო, მაგრამ შესვენების შემდეგ ვესპრემის კარში არპად შტერბიკი ჩადგა და სხვაობა 10 წუთში დავიდა მინიმუმამდე – 16-17. ამის შემდეგ სხვაობა კიდევ რამდენჯერმე დავიდა ერთამდე, მაგრამ მაკედონიურმა კლუბმა მომგებიანი ანგარიში ბოლომდე შეინარჩუნა – 27-24.
ვარდარი მეორედ იყო ფინალში და საკლუბო ხელბურთის მთავარი ჯილდო ჯილდო მეორედაც მოიგო, ვესპრემი კი მეოთხე ფინალში მეოთხედ დამარცხდა, მათ შორის – მესამედ ბოლო 5 წელიწადში.
რანგით მეორე ევროტურნირის, EHF თასის ფინალში გერმანიის კილმა 26-22 დაამარცხა ბერლინის ფუხსე, ხოლო ჩელენჯ კაპი მოიგო რუმინულმა CSM ბუკურეშტიმ.
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2018-19, კაცები
ფინალური ოთხეული, 1-2 ივნისი, კიოლნი
1 ივნისი, ნახევარფინალი
ბარსელონა (ესპ) – ვარდარი (მკდ) 27-29
გომესი 9 – კრიშტოპანსი 10, კარაჩიჩი 5
ვესპრემი (უნგ) – კელცე (პოლ) 33-30
ნენადიჩი 12 – დუიშებაევი 6
12 მაისი, მესამე ადგილისთვის
ბარსელონა – კელცე 40-35
ფინალი. ვარდარი – ვესპრემი 27-24
ვარ: მილოსავლიევი, გედბანი – მორაეში 6, ჩუპიჩი 5, კრიშტოპანსი 4, დიბიროვი 3, კარაჩიჩი 3, სკუბე 3, სტოილოვი 2, შიშკარევი 1, დისინგერი, გორბოკი, კალარაში, კისელევი, პოპოვსკი, ვოივოდიჩი – მწვ. რ. გარსია
ვეს: მიკლერი, შტერბიკი – მაე 6, ნენადიჩი 4, ტონესენი 4, ლეკაი 2, მაცკოვშეკი 2, ნილსონი 2, ბლაგოტინშეკი 1, გაიჩი 1, ილიჩი 1, ნადი 1, ტერზიჩი, მანასკოვი, მარგუცი, შტრლეკი