ინტერვიუ გიორგი ნიჟარაძესთან

თარიღი: ოქტომბერი 13, 2015

დასრულდა ჯგუფური ეტაპი. ბორჯღალოსნებმა დასახული პროგრამა მაქსიმუმი შეასრულეს – ჯგუფში ორი მატჩის მოგებით მე-3 ადგილი დაიკავეს, რითაც 2019 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლება ავტომატურად მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა აქამდე ჯერ არნახულ წარმატებას მიაღწია. ამ წარმატების მისაღწევად ჩვენმა მორაგბებმა, სამწვრთნელო შტაბმა, გუნდის მენეჯმენტმა დიდი სამუშაო გასწია. სწორად დაგეგმილმა მზადების პროგრამამ, სათამაშო ტაქტიკამ და ბორჯღალოსანთა ჩვეულმა თავდადებამ შედეგი გამოიღო.

ინგლისში კი მსოფლიო თასი გრძელდება. წუხანდელი მატჩებით დასრულდა ჯგუფური ეტაპი და დალაგდა მეოთხედფინალური წყვილები – ელისის თასის მოსაპოვებლად 17 ოქტომბერს სამხრეთ აფრიკა უელსს დაუპირისპირდება, ახალი ზელანდია საფრანგეთს, ირლანდია არგენტინას, ხოლო ავსტრალია შოტლანდიას.

ბორჯღალოსნების მსოფლიო თასზე ასპარეზობის შეფასება და მომავალი გეგმების შესახებ საუბარი რაგბის კავშირის პრეზიდენტს, გიორგი ნიჟარაძეს ვთხოვეთ.

ნამიბიის ძლევით შემდეგ მსოფლიოზე მონაწილეობა დავიბევეთ…

ეს მატჩი დრამატული გამოდგა ძალიან ბევრი მიზეზის გამო. გასაგებია ფსიქოლოგიური წნეხი. გამარჯვების შემთხვევაში და თუ ახალი ზელანდიაც ბოლო მატჩში ტონგას ძლევდა, მომავალი მსოფლიო თასის საგზურს მოვიპოვებდით. ამასთან ერთად, ‘ოლ ბლექსთან’ უმძიმესი მატჩის შემდეგ ძალების აღსადგენად ჩვენ ოთხი დღე გვქონდა, მათ კი ცხრა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ ამ ტურნირზე ყველა გუნდი თანაბარ ვითარებაში იყო.

საგულისხმოა, რომ ჩვენი გუნდი ტრავმების ეპიდემიამ შეაწუხა. ეს ბიჭები გმირები არიან. ბევრი მათგანი ნამიბიასთან სერიოზული ტრავმით გამოვიდა და წარმატების მოპოვებაში დიდი წვლილი დაიდო. მამუკა გორგოძეს ორივე მუხლი აწუხებდა, დავით ზირაქაშვილის მყესი ჰქონდა გაწყვეტილი და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა. გუნდმა შეძლო, მართალია მძიმე, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება.

როგორ ფიქრობთ, ხომ არ დაამძიმა ეს გამარჯვება ირლანდიელი მსაჯის ქმედებამ?

ეს ძალზედ მტკივნეული თემაა. ჯორჯ კლენსიმ როგორც ჩანს, შეიტყო საქართველოში მიმდინარე მხარდამჭერ აქციის ‘მე ვარ მე-16-ს’ შესახებ და გადაწყვიტა მას შეერთებოდა. ოღონდ გუნდები აერია და მოედანზე მე-16 ნამიბიელი იყო. ყველაფერი მინახავს, მაგრამ მსგავსი არაფერი. ძალიან ბევრი რამ დააშავა. არ ჩათვალა ორი ლელო, არ დააფიქსირა საჯარიმო ლელო, თვალს ხუჭავდა მეტოქის ყელზე ბოჭვას და ასე შემდეგ. როცა ამდენს ქმნი, იბრძვი, შრომობ და მსაჯი ყოველივე ამას წყალში გიყრის, ძნელია კონცენტრაციის შენარჩუნება.

ნამიბიის ნაკრების მიმართ მინდა პატივისცემა გამოვხატო, რომელმაც ყველაფრის მიუხედავად, სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწია, ბოლომდე გვებრძოლა და ჩვენი გამარჯვება მით უფრო ფასეული გახადა.

ნამიბიის ნაკრებთან გამარჯვების სიხარულს ოდნავ სევდაც ახლდა…

დიახ, სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა დავით ზირაქაშვილმა, რომელიც გამორჩეული პიროვნება, ლიდერი და მოთამაშეა. ის სამუდამოდ შევა ქართული რაგბის ისტორიაში. ჩვენი ნაკრების წარმატებაში მისი წვლილი დიდია. იმედი მაქვს, საქართველოში მის ღვაწლს სათანადოდ დააფასებენ.

მასთან ერთად მინდა ავღნიშნო საქართველო ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე. ის დიდი მორაგბეა და მისმა პიროვნულმა ფაქტორმა მნიშვნელოვანწილად განაპირობა გუნდის ერთ მუშტად შეკვრა, შედუღაბება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას, გუნდის ყველა მოთამაშეს, მწვრნელთა შტაბს, მენეჯმენტს, რომლებმაც ყველამ თავის პოზიციაზე თავდაუზოგავად იშრომა.

მოკლედ შეაფასეთ ‘ბორჯღალოსნების’ მიერ გამართული სხვა მატჩებიც…

ტონგასთან მატჩი გამოდგა ბრწყინვალე. გუნდმა პრაგმატულად, ზუსტად ის რაგბი შესთავაზა მეტოქეს, რომლითაც მისი დამარცხება იქნებოდა შესაძლებელი. აღსანიშნავია ამ შეხვედრაში მატჩის არბიტრის ნაიჯელ ოუენსის შესანიშნავი მსაჯობა.

ძალიან კარგი პირველი ტაიმი გვქონდა არგენტინასთან, მაგრამ მატჩი ჩვენთვის უსიამოვნო შედეგით დასრულდა. ამ ნაკრების ოთხი წლის წინანდელთან შედარებაც არ შეიძლება. ის საგრძნობლად არის წინ წასული. აი, რა მოუტანა ამ ქვეყნის ნაკრებს ოთხი ერის გათამაშებაში ასპარეზობამ.

მერე იყო ისტორიული დღე ქართული რაგბისთვის. ახალ ზელანდიასთან თავგანწირული თამაშის წყალობით, ჩვენ მოვიპოვეთ არა მარტო კარდიფელი ქომაგების არამედ, დანარჩენი მსოფლიოს, მათ შორის ახალზელანდიელი გულშემატკივრების სიმპატია.

აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქართველ ქომაგებს, იმათ ვინც ინგლისში უშუალიოდ სტადიონებზე გულშემატკივრობდა და იმათაც, ვინც საქართველოში გვერდით ედგა ჩვენს ბიჭებს.

გარწმუნებთ, ისინი ამას გრძნობდნენ. მათი მთავარი მიზანი, სწორედ ქართველი ქომაგების გახარებაა, იმისთვის შრომობენ და იბრძვიან თავდადებით, რომ სამშობლო გახარონ. გარწმუნებთ, ამ მსოფლიო თასის შემდეგ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა და მის მიმართ პატივისცემა რამდენჯერმე გაიზარდა.

რა უნდა გაკეთდეს ქართულ რაგბიში სამომავლოდ საიმისოდ, რომ განვითარება არ შეჩერდეს?

მომდევნო ოთხი წლის მანძილზე კონცენტრაცია უნდა გაკეთდეს ახალ სიმაღლეზე ასასვლელად და მეტი წარმატების მისაღწევად. საამისოდ საჭიროა ბევრი შრომა, მთავრობისა და კერძო სექტორის გვერდში დგომა.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვისაც როდესმე ჩვენთვის დახმარება გაუწევია. არ მინდა ვინმე გამომრჩეს და ამიტომ არ ჩამოვთვლი. მინდა ყველას მივულოცო ბორჯღალოსნების წარმატება.

საქმე გაკეთებულია. ჩვენ მეორე დონის სხვა გუნდებთან ერთად დავამტკიცეთ, რომ სხვაობა პირველი დონის გუნდებთან შემცირებულია. ეს მსოფლიო თასი ბევრი რამით იქნება განსაკუთრებული. ორგანიზატორები რეკორდული რაოდენობის ფინანსურ მოგებას ნახავენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ‘მსოფლიო რაგბი’ განვითრების პროექტებისთვის გაცილებით დიდ თანხებს გაიღებს. ჩვენ აქაც უნდა ვიყოჩაღოთ და ამ პროექტების მაქსიმალურად დიდი წილი საქართველოში უნდა წამოვიღოთ.

უკვე სარაგბო სამყარო სერიოზულად ფიქრობს, რომ გლობალური ცვლილებების დროა. ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ პირველი და მეორე დონის გუნდებს მინიმუმ თანაბარი სასტარტო პირობები ჰქონდეთ.

მნიშვნელოვანია, რომ ნამიბიასთან მატჩს პრინცი ჰარი დაესწრო, რომელიც რაგბის დიდი ქომაგია. ინგლისის ნაკრების გარდა ის მსოფლიო თასზე სხვა გუნდების თამაშს არ დასწრებია…

მასთან მხოლოდ ‘პროტოკოლური’, მოკლე საუბარი გვქონდა. თამაშის მერე გამარჯვება მოგვილოცა და ხელი ჩამოგვართვა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩს მასთან ერთად ინგლისის რაგბის კავშირის აღამასრულებელი დირექტორი, მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი და ბევრი სხვა მაღალი დონის პერსონა ესწრებოდა. ეს, ცხადია, ჩვენთვის დიდი პატივია.

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
რაგბი

მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს

ლეგენდარული ქართველი მორაგბე, მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს. 35 წლის სპორტსმენმა ეს ინფორმაცია ტელეკომპანია იმედის ეთერში […]...
წაკითხვა
რაგბი

იტალიის მორაგბეთა ნაკრების წევრი კორონავირუსის პანდემიის დროს ექიმებს ეხმარება (ფოტო)

იტალიის მორაგბეთა ნაკრების წევრი მაქსიმე მბანდა ყოველდღიურად, 13 საათის განმავლობაში სასწრაფო დახმარების მანქანას მართავს. კორონავირუსის […]...
წაკითხვა
რაგბი

გაჯიევი: “საქართველოში რუსეთთან მატჩზე ისეთი ადამიანები მოდიან, რომლებიც რაგბის ქომა

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ტაგირ გაჯიევმა rugger.info-სთან ინტერვიუში საქართველოსთან გაუქმებულ შეხვედრაზე ისაუბრა. დაღესტნელი მორაგბე აცხადებს...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო

“რაგბი ევროპის” გადაწყვეტილებით, მისი ეგიდით მიმდინარე და გასამართი ყველა ტურნირი და მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. […]...
წაკითხვა
რაგბი

ოფიციალურად: საქართველო – რუსეთის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებით, კორონავირუსის გამო, 14 მარტს გასამართი საქართველო – რუსეთის მატჩი მიხეილ მესხის […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის 14 მარტს გასამართი სარაგაბო მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის განცხადება

საქართველოს რაგბის კავშირმა 14 მარტს გასამართი საქართველო-რუსეთის მატჩთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. რაგბის კავშირის ცნობით, ამჟამინდელი [&helli...
წაკითხვა
რაგბი

გაისინი: “გვყავს საკმარისად ძლიერი ნაკრები იმისათვის, რათა საქართველო დავამარცხოთ

რუსეთის ნაკრების წევრმა, რამილ გაისინმა საქართველოსთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მოახლოებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა. გაისინი […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის მატჩის დაწყების დრო შეიცვალა

რაგბი ევროპის ფინალურ ტურში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გასამართი შეხვედრა 18 საათის ნაცვლად, 16 […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოში ლურჯი ბარათი ძალაში შედის

საქართველოს რაგბის კავშირწყვეტილებით, ა.წ. 4 მარტიდან (როდესაც განახლდება ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგების ჩემპიონატის გათამაშება), […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო

დღეს, 13:00 საათზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ არჩევნები კიდევ ერთხელ გადაიდო. […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბელგიის წინააღმდეგ

ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 22 თებერვალს ბელგიასთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი რაზმი დაასახელა. წინა ორი […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღის მილოცვას დიდი გამოხმაურება მოჰყ

საქართველოს რაგბის კავშირმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ქართველ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს, ბიზნესმენსა და ბიძინა […]...
წაკითხვა
რაგბი

ბექა ბურდიაშვილის პატივსაცემად – როგორი ფორმით ითამაშებს “გროლე” სეზონის

ფრანგული სარაგბო კლუბი “გროლე” მიმდინარე სეზონის ბოლომდე სპეციალური ფორმით ითამაშებს. კლუბის ფორმაზე ბექა ბურდიაშვილის სახელი […]...
წაკითხვა
რაგბი

ფრანგი პოლიტიკოსების დასაფასებელი საქციელი – როგორ მიაგეს მათ პატივი ბექა ბურდიაშვილ

ბევრისთვის უცნობია, რომ ფრანგ პოლიტიკოსებს საკუთარი სარაგბო გუნდი ჰყავთ. გუნდში ფრანგი მინისტრები, სენატორები და დეპუტატები […]...
წაკითხვა