[ინტერვიუ] ქართველი მებრძოლი, რომელიც შესაძლოა, მალე UFC-ში ვიხილოთ

თარიღი: მაისი 26, 2017

2 ივნისს, შერეული ორთაბრძოლების ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში, მერაბი ყვეალასათვის ცნობილ UFC-ში გადავა, სადაც ვარსკვლავებთან მოუწევს დაპირისპირება.

აღნიშნულ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე, Fanebi.Com-მა დვალიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. თავდაპირველად, მას ის ვკითხეთ, თუ როგორ მოხვდა MMA-ში.

– სპორტი ბავშვობიდან მიყვარდა. ორთაბრძოლები და ჩხუბი ყოველთვის მიტაცებდა. თუმცა, თავდაპირველად ძიუდოსა და სამბოზე შევედი, რადგან ეს სახეობები საქართველოში კარგად იყო განვითარებული და დიდი კონკურენციაც იყო. საკმაოდ კარგად ვჭიდაობდი, საქართველოში ჩატარებულ ძიუდოს ტურნირებზე საპრიზო ადგილებს თითქმის ყოველთვის ვიკავებდი. სამბოში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორიც გავხდი, მაგრამ გული მაინც MMA-საკენ მიმიწევდა.

შემდეგ, საქართველოში ჩატარებულ MMA-ს ტურნირზე გამოვედი ისე, რომ ამ სპორტის სახეობაში არც მოვმზადებულვარ, მხოლოდ ძიუდოსა და სამბოს ილეთებს ვიყენებდი, ინსტიქტურად ვჩხუბობდი და ხელებს ვიქნევდი. ძალიან სანახაობრივი ორთაბრძოლა გამოვიდა, ჩემს მიერ გაკეთებულ ყველა შეტევისა თუ გდების დროს მაყურებლის ყიჟინა და შეძახილები მესმოდა, რაც ძალასა და მოტივაციას მმატებდა. ეს შეხვედრა მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოვიგე, რის შემდეგაც მივხვდი, რომ ჩემი სპორტი მხოლოდ MMA იყო. საქართველოში ჩატარებულ ყველა ტურნირზე წარმატებას ვაღწევდი.

– როგორც ვიცით, ამერიკაში ვარჯიშობთ. რამდენი წელია, რაც მანდ იმყოფებით?
– დიახ, ამერიკაში ვვარჯიშობ, კერძოდ, ნიუ იორკის შტატში. ხუთი წელია, რაც აქ ვარ.

– გარდა ფიზიკური ვარჯიშებისა, აქცევთ თუ არა ყურადღებას ფსიქოლოგიურ მომზადებას?
– რა თქმა უნდა. იმისათვის, რომ ადვილად არ დანებდე, არ გატყდე, შენი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინო და გაიმარჯვო, ფსიქოლოგიურად ძლიერი უნდა იყო. ამისათვის, პირადად მე, ყველაზე მეტად ისევ ვარჯიში და სპარინგი მეხმარება. ყოველდღიურად მაქსიმალურად ბევრს ვვარჯიშობ და ვიცი, რომ კარგ ფორმაში ვარ. ისიც ვიცი, რომ ჩემი მოწინააღმდეგე ჩემზე მეტს ვერ ივარჯიშებს, რადგან მე დღესასწაულების დროსაც ვვარჯიშობ. რაც შეეხება სპარინგს, პარტნიორად ყოველთვის ჩემპიონებს ვირჩევ, მათთან შეხვედრის შემდეგ ვრწმუნდები, რომ ფსიქოლოგიურად კარგ ფორმაში ვიმყოფები და შემიძლია, ჩემს წონაში ნებისმიერს შევებრძოლო. ბევრი ხელისშემშლელი სიტუაციაა, ამიტომ ფსიქოლოგიურად ძლიერი უნდა იყო.

– MMA-ს თვალს ბევრი ადევნებს, თუმცა თქვენს შესახებ საქართველოში ბევრმა არ იცის. შეგიძლიათ, თქვენი მიღწევებისა და ტიტულების შესახებ გვიამბოთ?
– მოყვარულებში “MMA battle in the south”-ის ჩემპიონი და ქამრის მფლობელი ვარ. პროფესიონალებში, 2017 წლის 23 იანვარს “Ring of Combat MMA”-ს ვერსიაში ქამრის მფლობელი და ჩემპიონი გავხდი. ანუ ამ ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ ყველაზე პრესტიჟული და უმაღლესი UFC ვერსიაა და ჩემი ოცნება, სწორედ იქ ქამრის მოგებაა. ყველაფერს გავაკეთებ ამ ტიტულის მოსაგებად.

– 2 ივნისს დაუმარცხებელი რაუფეონ სტოტს შეხვდებით. გვიამბეთ ამ ბრძოლის მნიშვნელობაზე…
– რაუფეონი კარგი მებრძოლია, ყველა კომპონენტში ძლიერი. ამ სახეობაში მას ტალანტად მიიჩნევენ. ის ჭიდაობაში ამერიკის ორგზის ჩემპიონია და ჭიდაობის ილეთებს MMA-შიც კარგად იყენებს. გარდა ამისა, ცაციაა და ძნელად მისადგომი, ამიტომ უხერხული საჩხუბარია. კიკბოქსინგისა და კრივის კომბინაციები კარგად აქვს დამუშავებული. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ფრთხილია, არ რისკავს და მეტოქეს შანსს არ აძლევს. თავისი დისტანციიდან ცდილობს, რომ მეტოქე შეცდომაზე დაჭიროს. მიუხედავად ყველაფრისა, ამ შეხვედრისათვის სპეციალურად ვემზადები და მაქსიმუმს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავიმარჯვო.

ამ ორთაბრძოლას UFC-ის პრეზიდენტი, დეინა უაითი დაესწრება. შეხვედრას სატელევიზიო შოუ Lookin’ for a Fight გააშუქებს, რომელიც მთელს მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს. ჩვენს შორის გამარჯვებული UFC-ში სახელითა და პიარით გადავა. UFC-ში ჩვენი სპორტის სახეობის ყველა ვარსკვლავი და ვეტერანი ბრძოლობს.

– რამდენად არის იმის შანსი, რომ UFC-ში რომელიმე დიდ ვარსკვლავს, თუნდაც კონორ მაკგრეგორს შეხვდეთ?
– შანსი ნამდვილად არის. ჩემსა და მაკგრეგორს შორის განსხვავება მხოლოდ 9 კილოგრამშია. ცხადია, დღეს მე ისეთი პოპულარული არ ვარ, როგორც მაკგრეგორია, თუმცა როცა სახელს მოვიხვეჭ, შემდეგ თავისუფლად შემეძლება მის წონაში ავიდე და გამოვიწვიო. მაკგრეგორთან ბრძოლა ყველა საშუალო წონითი კატეგორიის მებრძოლის სურვილი და ოცნებაა, რადგან ამით შესაძლებელია შენი ქვეყანა კიდევ უფრო წარმოაჩინო, მეორე დღეს საქართველოს შესახებ ყველას ეცოდინება.

– სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნეთ, სადაც ეწერა, რომ შორტზე სპონსორის ლოგოს გამოსახვის საშუალება გაქვთ. დაგიკავშირდათ თუ არა რომელიმე კომპანია?
– დიახ, ამერიკელები დამიკავშირდნენ, ქართული კომპანიებიდან და ბრენდებიდან – ჯერ არავინ. შესაძლოა, მათ ეს ინფორმაცია არ აქვთ და არ იციან, რამხელა სარგებლის მიღება შეიძლება აქედან. რაოდენობაში შეზღუდული არ ვარ, ამიტომ შემიძლია, რადმენიმე ლოგო და რეკლამა დავიხატო.

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

რას აპირებს ხაბიბ ნურმაგომედოვი კარიერის დასრულების შემდეგ?

UFC-ის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ის ეკონომისტობას აპირებს. “მე მოსკოვის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კუნელაშვილის პირველი გოლები გერმანიაში

ალთა ეროვნული ნაკრების ხელბურთელი ქეთი კუნელაშვილი თურქეთის არდაშენიდან გერმანიის ობერ-ეშბახში გადავიდა და უკვე ჩაება ამ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მე-5 გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)

აკი ბაშოს მე-10 სატურნირო დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ჩიოტაირიუს დაუპირისპირდა და მეტოქე დაამარცხა. ტოჩინოშინმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება?

შერეული ორთაბრძოლების ირლანდიელი სპორტსმენი, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი, შესაძლოა, მალე ოქტაგონზე ვიხილოთ. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორ აღნიშნა ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო ჩემპიონობა (ვიდეო)

15 სექტემბერს, ნუგზარ წურწუმია ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ყაზახეთში მიმდინარე ტურნირის ფინალში 55კგ. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მე-3 გამარჯვება აკი ბაშოზე (ვიდეო)

აკი ბაშოს მე-8 სატურნირო დღეს ტოჩინოშინი შოდაის დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა სუმოისტმა მიმდინარე ტურნირზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალს” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ნადალისა და ფედერერის შეხვედრის ჩატა

მადრიდის “რეალის” მესვეურები აქტიურად განიხილავენ “სანტიაგო ბერნაბეუზე” რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს შორის საჩოგბურთო მატჩ...
წაკითხვა
სხვადასხვა

გახდება თუ არა ხაბიბის შვილი MMA-ს მებრძოლი – ნურმაგომედოვის პასუხი

UFC-ის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი რუსული ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ფრანგი ექიმები: “მიხაელ შუმახერი ცნობიერ დონეზეა”

ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მკურნალობის მორიგ ეტაპს გადის. გასულ უქმეებზე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე პირველი შეხვედრა მოიგო (ვიდეო)

ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მესამე დღეს თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი სუმოისტი დღეს ჰოკუტოფუჯის დაუპირისპირდა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა მიიღო ლიანა ჯოჯუამ UFC-ში გამართული პირველი ორთაბრძოლის შემდეგ?

შაბათს, 7 სექტემბერს, შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა, ლიანა ჯოჯუამ UFC-ში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. 24 წლის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჩიქოვანი EHF თასის მეორე წრეშია

საქართველოს ნაკრები ხელბურთელის, ირაკლი ჩიქოვანის გუნდი, კონსტანცა EHF თასის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გავიდა. რუმინულმა გუნდმა […]...
წაკითხვა