WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (125130) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ინტერვიუ თედორე გრიგალაშვილთან

თარიღი: ოქტომბერი 19, 2013

20 წლის თედორე გრიგალაშვილი “ზესტაფონის” მცველია. ალექსანდრე ჩივაძე მას ახალგაზრდულ ნაკრებში იწვევს.

გრიგალაშვილი ძლიერია ორთაბრძოლებში, საქართველოს ჩემპიონატში გამოცდილ და კვალიფიციურ თავდამსხმელებს ტოლსწორად ეთამაშება და დაკვირვებულ თვალს ეს ვერ გამოეპარება…

14 ოქტომბერს შოტლანდიასთან შეხვედრაში, ჩივაძემ ის სასტარტოში გაამწესა, თანაც – მარჯვენა ფლანგზე, ამ დროს კი გრიგალაშვილი ნომინალურად ცენტრალური მცველია. სქოთებთან მან, ფაქტობრივად, უშეცდომოდ ითამაშა და, ცხადია, ყურადღებაც მიიქცია.

გამოჩნდა, რომ ის საერთაშორისო დონისთვისაც საინტერესო ფეხბურთელია. თედორე გრიგალაშვილი “ლელოს” კითხვებს პასუხობს…

– რამდენად მოსალოდნელი იყო თქვენთვის, რომ ჩივაძე შოტლანდიასთან სასტარტო შემადგენლობაში გათამაშებდათ?
– რა თქმა უნდა, ზუსტად არ ვიცოდი, მათამაშებდა თუ არა, მარჯვენა მცველმა არჩილ ტვილდიანმა ტრავმა მიიღო და ამ პოზციაზე სხვა ფეხბურთელი იყო მოსაძებნი შოტლანდიასთან მატჩისთვის. ეს პოზიცია ჩემთვის უჩვეულო იყო, კლუბში ხომ სულ ცენტრალურ მცველად ვთამაშობ.

– ჩივაძემ პირადად თქვენ რა კონკრეტული დავალება მოგცათ? შეტევაში ჩართვები დაგავალდებულათ?
– თუ საჭირო გახდებოდა, ორივე განაპირა მცველი უნდა წასულიყო წინ. რამდენად გამომივიდა მარჯვენა მცველად თამაში, ეს თავად ამ შეხვედრამ აჩვენა. როცა დაცვით ფაზაში ხარ, მარჯვენა და ცენტრალურ მცველს შორის დიდი განსხვავება არ არის, თუმცა თანამედროვე ფეხბურთი მცველისგანაც მოითხოვს შეტევაში თამაშს.

– შოტლანდიასთან საკუთარი თამაშით კმაყოფილი დარჩით?
– რაღაც ხარვეზებს ყოველთვის ვხედავ. მთავარია, გავიმარჯვეთ – ჩვენ ხომ საქართველოს სახელით ვთამაშობთ.

– მცველი, რომელმაც ბურთის ამოტანა და შეტევაში თამაში იცის, პრობლემაა ქართული ფეხბურთის და ცხადია – ეროვნული ნაკრებისთვისაც. ამ კომპონენტზე მცველმა სპეციალურად უნდა იმუშაოს თუ ეს მხოლოდ თანდაყოლილი თვისებაა?
– აქ უკვე მწვრთნელის ფაქტორია მნიშვნელოვანი, ანუ – რა სტილით ათამაშებს გუნდს. ზოგს ბურთის ამოტანა მოსწონს, ზოგსაც ბურთის ჩაგდება და გრძელი გადაცემის გაკეთება…

ჰოლანდიის ახალგაზრდული ნაკრების მცველები ბურთის გაგორებას არ ერიდებოდნენ, ასეთ დროს დიდია იმის ალბათობა, რომ მეტოქემ ბურთი ჩაჭრას და საგოლე მომენტი შექმნას, მაგრამ ჰოლანდიელ მცველებს ყველაფერი ავტომატიზმის დონემდე ჰქონდათ აყვანილი. საქართველოში ამას დიდ ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა ჩვენთანაც არიან ისეთი მცველები, ამის პოტენციალი რომ აქვთ.

– “ზესტაფონის” თავკაცი რატკო დოსტანიჩი როგორ უყურებს ამ საკითხს?
– როცა რისკის აუცილებლობა არ არის, მცველებისგან უფრო ფრთხილ, მარტივ თამაშს ითხოვს – თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ ბურთი არ დაიკარგება, ჯობია, წინ დაარტყაო.

– ჩივაძე კი ალბათ სხვანაირად უყურებს ამ ყველაფერს…
– ჩივაძეს მოსწონს ბურთის გაგორება, ინდივიდუალურად მოთამაშე მცველები, წინ წასვლაც რომ შეუძლიათ – ანუ ისეთები, როგორიც თავად იყო.

– ახალგაზრდულ ნაკრებში ბევრი ყოფილი თანაკლუბელი აღმოჩნდით…
– მე, გიორგი ქვილითაია, დავით სხირტლაძე და ვახტანგ ჭანტურიშვილი ჯერ კიდევ “სასკოში” ვთამაშობდით ერთად…

– “ზესტაფონზეც” გკითხავთ. ამ სეზონში არასტაბილური თამაში რისი ბრალი უნდა იყოს?
– სეზონის წინ გვიან შევიკრიბეთ, თითქმის სამი თვე მოგვიწია დასვენებამ, თუმცა ისიცაა, რომ “სპარტაკთან”, “დინამოსა” და “ტორპედოსთან” არწასაგები თამაშები წავაგეთ, ბოლო ორი შეხვედრა კი მოვიგეთ. ვფიქრობ, “ზესტაფონი” მალე დაიჭერს საკუთარ თამაშს.

– მომდევნო ტურში “ვიტ ჯორჯიას” ეთამაშებით შინ…
– … შინ ქულები არ უნდა დავკარგოთ. სეზონის დასაწყისში ზესტაფონში უფრო მეტი გულშემატკივარი მოდიოდა სტადიონზე, ბოლო დროს კი მაყურებელმა იკლო, რაც ალბათ ჩვენი არასტაბილური თამაშით იყო გამოწვეული.

ერთხელაც უნდა ვთქვა – ქომაგებისგან მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება და ჩვენც ყველანაირად ვეცდებით, მათ გახარებას.

წყარო: “ზესტაფონის” ოფიციალური ვებ-გვერდი



მსგავსი სიახლეები