ინტერვიუ ვასილ კაკოვინთან

თარიღი: დეკემბერი 25, 2014

საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი ვასილ კაკოვინი ტრავმებმა დიდი ხნით აწვალა. მას თითქმის წელიწადნახევარი გაუცდა, იქამდე სანამ საბოლოოდ მომჯობინდებოდა და მწვანე მინდორს დაუბრუნდებოდა. კაკოვინი თანამედროვე ქართულ რაგბში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მას თავისი საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის 2011 წელს ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე რუმინეთის დამარცხებაში. გასაკვირი არ არის, რომ ვასოსადმი დიდი ინტერესი ფრანგული რაგბის გრანდმა “ტულუზმა” გამოიჩინა და ტრავმირებულ მოთამაშეს კონტრაქტი ორი წლით გაუხანგრძლივა. ეს ფაქტი, თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. კაკოვინი ახლა ჯანმრთელადაა და “ტულუზის” რიგებში უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართა. საკლუბო და სანაკრებო კარიერაზე სასაუბროდ ვასოს საფრანგეთში დავუკავშირდით.

– ტრავმების გამო მართლაც ბევრი გამიცდა. ჯერ მუხლის ჯვარედინი მყესები გავიწყვიტე. დაახლოებით რვა თვე ვიმკურნალე. მერე მოედანს რომ დავუბრუნდი ძვალი გამებზარა. მუხლზე მენისკი არ მაქვს და თამაშისას ძვალი ძვალს შეეხო. ამის გამო რამდენიმე ხანი კიდევ გამცდა.

– ამჟამად თავს როგორ გრძნობთ, უკან დარჩა თქვენს კარიერაში დანავსული პერიოდი?

– ახლა ძალიან კარგად ვარ. ნელ-ნელა შევდივარ ფორმაში. ფიზიკურად, ცხადია, ჯერ ძველებურად ვერ ვარ. ცოტა ძნელია ამდენი უქმობის გამო ფიზიკური კონდიციები შეინარჩუნო, მაგრამ ცდას არ დავაკლებ და მალე აღვიდგენ ძალებს.

– თქვენი კლუბი, “ტულუზი” წლეულს უჩვეულოდ წარუმატებლად ასპარეზობს. ერთი ხანობა სატურნიო ცხრილის ბოლო საფეხურზეც იყო…

– ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ სეზონის დასაწყისშივე ჩემი ჩათვლით ოთხი პირველხაზელი იყო დაშავებული. თამაში ძირითადად სათადარიგო გუნდის მორაგბეებს უწევდათ. ისინი ხშირად ჯარიმდებოდნენ, შერკინებაშიც მყარად ვერ იდგნენ. ამიტომ, გუნდები ხედავდნენ რა, რომ შერკინებაში გვიჭირდა, თამაშისას აქცენტს სწორედ ამ კომპონენტზე აკეთებდნენ.

მერე ისე მოხდა, რომ ოთხივე ერთდროულად დავბრუნდით და მდგომარეობაც საგრძნობლად გამოკეთდა. ამჟამად საფრანგეთის ჩემპიონატში მე-7 ადგილზე ვართ. სანამ მონპელიესთან წავაგებდით ზედიზედ შვიდი თამაში მოვიგეთ ჩემპიონატსა და ევროპის ჩემპიონთა თასზე. სამწუხაროდ, მონპელიეში ხელი მოგვეცარა.

– მაგ მატჩში შეცვლაზე შეხვედით და არბიტრმა მალევე გაგასინბინათ…

– “მონპელიესთან” სამ ნომერზე მომიწია თამაშმა. ჩემი ვიზავი შერკინებაში მიხეილ ნარიაშვილი იყო, რომელიც ამ პოზიციაზე საფრანგეთში საუკეთესოა. მან ცოტა არ იყოს დამჩაგრა. ყვითელი ბარათი კი შერკინებისას განზრახ ჩავარდნაზე მივიღე. იქამდე ასე თამაშის წესი სამჯერ ჰქონდა დარღვეული ჩვენს სამ ნომერს. მეოთხედ მე დავარღვიე და დამსაჯეს.

– “ტულუზში” თქვენთან ერთად ჯაბა ბრეგვაძეც თამაშობდა, რომელსაც ტრავმების გამო ასევე ბევრი გაუცდა…

– მე და ჯაბა ერთსა და იმავე მატჩში დავშავდით. მას აქილევსის მყესი გაუწყდა, რაც ასევე ძალიან მძიმე ტრავმაა და დიდი ხნის მკურნალობას მოითხოვს. ნელ-ნელა ისიც გამოჯანმრთელების გზას ადგას და დაახლოებოთ მარტიდან უკვე თამაში უნდა შეძლოს. თუმცა, რომელლ გუნდში იასპარეზებს არ ვიცი.

როგორ ფიქრობთ დაიბრნებს “ტულუზი” ძველ დიდებას?

– რატომაც არა? მომდევნო ტურში შინ ვეთამაშებით პარიზულ “მეტრო რასინგს”. თუ დავამარცხებთ მეოთხე ადგილზე გადავბარგდებით. ისე, ცხადია, ახლა ჩემპიონატში გამარჯვება ბევრად უფრო რთულია. გუნდები მოღონიერდნენ, უცხოელი მორაგბეებით გაძლიერდნენ. ფაქტობრივად, ყველა თამაში ფინალის ტოლფასია. “ტულუზში” მოთამაშეთა უმრავლესობა ფრანგები არიან. ამიტომ ცოტა გაგვიჭირდა, რადგან მხოლოდ ფრანგებით შორს ვერ წახვალ, მაშინ როცა კონკურენტ გუნდებში უძლიერესი უცხოელი მოთამაშეები მრავლად არიან.

– ნაკრებში თამაში მოგენატრათ ალბათ?

– როგორ არა, ძალაინ მომენატრა. ნოემბრის ტესტების ბოლო ორ მატჩზე, ირალანდიისა და იაპონიის ნაკრებებთან სათამაშოდ უნდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ ბოლომდე მზად არ ვიყავი, არ მინდოდა გამერისკა და ეროვნულ გუნდში თამაში ჩამეგდო. მომავალი წლის ერთა თასის გათამაშება რომ დაიწყება, თუ გამომიძახებენ, აუცილებლად ჩამოვალ.

– მსოფლიოს თასზე მეტოქეები ცნობილია. რა მიზანი შეიძლება დაისახოს ჩვენმა ნაკრებმა?

– ალბათ, ნებისმიერი მორაგბე და მწვრთნელებიც ფიქრობენ, რომ მსოფლიოს თასზე ორი თამაში უნდა მოვიგოთ. პირველი მატჩი ტონგასთანაა და ეს შეხვედრა მთავარი იქნება. იმათვითვე ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ ორი მატჩის მოგება ძალიან ძნელი იქნება. ტონგელებმა ახალხან გვაჩვენეს როგორი თამაში შეუძლიათ. მათ თბილისში მოგვიგეს, თუმცა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა, რაც გუნდს ძალიან ეტყობოდა. ვფიქრობ, მსოფლიოს თასის წინ თუ სათანადოდ მოვემზადებით, ინგლისში სულ სხვა ძალის გუნდი გვეყოლება და ნურაფერს გამორიცხავთ.

ტონგას შემდეგ არგენტინის ნაკრებს დავუპირისპირდებით. ყველამ ნახა ეს გუნდი რა ფორმაშიცაა. ოთხ ერზე და ნოემბრის ტესტებზე შესანიშნავად ითამაშა. მათთან ჩვეულებისამებრ, ბოლომდე შემართებით უნდა ვიბრძოლოთ. ახალ ზელანდიაზე აღარაფერს ვიტყვი. ამ გუნდთან თამაში ყველასთვის დიდი პატივია. ნამიბიას კი, ალბათ, აუცილებლად უნდა მოვუგოთ.

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

დათუნაშვილი: “საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, სპორტისათვის თავი დანებებული მექნებოდ

სერბეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში დარჩენის შემთხვევაში, მას სპორტისათვის [&he...
წაკითხვა
სხვადასხვა

მოირიგი აღიარება – მერაბ დვალიშვილი TOP 10-შია!

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი UFC-ის მსუბუქი წონის რეიტინგში ოთხი საფეხურით დაწინაურდა და მე-8 ადგილზე გადავიდა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დათუნაშვილი: “საქართველოში ბევრი პრობლემა მქონდა”

სერბეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა ჭიდაობის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს კომენტარი მისცა...
წაკითხვა
სხვადასხვა

ადამიანი წარმოუდგენელი მონაცემებით – როგორ გამოიყურება მისი კისერი? (ფოტო)

რუბიელ მოსკერა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კოლუმბიელი ბოდიბილდერია. ბოლო რამდენიმე კვირაა უცხოურ გამოცემებში მის შესახებ ბევრი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ზურაბ დათუნაშვილმა ჩაკვეტაძე დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა (ვიდეო)

8 მაისს, სოფიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე სერბეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, 87კგ წონით კატეგორიაში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ეს სიგიჟეა!” – UFC-ის მებრძოლი აწონვებზე (ვიდეო)

9 მაისს UFC-ში რაიან ბენუასა და ზარუხ ადაშევს შორის გასამართი შეხვედრა გაუქმდა. ამის მიზეზი ისაა, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა გამოიმუშავეს ქართველმა ძიუდოისტებმა ყაზანის გრან სლემზე?

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ყაზანის გრან სლემზე 10 სპორტსმენით იასპარეზა და მედლის მოპოვება სამ წონით კატეგორიაში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“შეგირცხვა ნამუსი!” – რუსს რუსეთში ქართველთან მოაგებინეს (ვიდეო)

7 მაისს, ყაზანის გრან სლემზე, -100კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში ონისე სანებლიძე რუსეთის ნაკრების […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ზელანდიელი ტრანსგენდერი ძალოსანი ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს

ზელანდიელი ძალოსანი ლორელ ჰაბარდი ახლოსაა ოლიმპიურ თამაშებზე ისტორია დაწეროს და პირველი ტრანსგენდერი სპორტსმენი გახდეს, რომელიც […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლიანა ჯოჯუა, კორტესი, ვანზანტი – MMA-ს ლამაზმანების ფოტოები

შერეულ ორთაბრძოლებს ჰყავს ისეთი მებრძოლები, რომლებიც გარდა თავისი სპორტული უნარებისა, გამოირჩევიან გარეგნობით და სოციალურ ქსელებში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კრახი სოფიაში – ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ სამი მოჭიდავით

დღეს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამმა წევრმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე ბოლო სალიცენზიო ტურნირზე, სოფიაში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჩხვიმიანმა ყაზანის გრან სლემი მოიგო – ლუხუმმა ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი დაამარც

5 მაისს, ლუხუმ ჩხვიმიანმა რუსეთის გრან სლემი მოიგო. ქართველი ძიუდოისტი რუსეთში გამართული ტურნირის ფინალში რუსეთის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია” – ნეკა დოროყაშ

4 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ში პოსტი გამოაქვეყნა და შვილს დაბადების დღე მიულოცა. “ჩემი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ისტორიული მიღწევა – გიგა ჭიკაძე და მერაბ დვალიშვილი რეიტინგში დაწინაურდნენ!

UFC Vegas 25-ის შემდეგ, UFC-ის სხვადასხვა წონითი კატეგორიის რეიტინგები განახლდა. ისტორიული მიღწევა დააფიქსირა გიგა ჭიკაძემ […]...
წაკითხვა