იოჰანსებურგში მოკლული სენზო მეივა მეგობარი გოგონას გადარჩენას ცდილობდა
იოჰანსებურგში მომხდარი საზარელი შემთხვევი შესახებ დეტალები ხდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრების კაპიტანი სენზო მეივა სამხრეთ აფრიკის უდიდეს ქალაქში მოკლული იპოვეს.
როგორც ადგილობრივი პოლიციის პრესსამსახური წერს, მეივა მეგობარი გოგონას სახლში იმყოფებოდა, როცა ორ უცნობ პირთან შელაპარაკების შედეგად, იარაღი იქნა გამოიყენებული. ამავდროულად, ინციდენტის დროს გარეთ კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა. სროლის შემდეგ სამივე პირი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
ცნობილი გახდა, რომ უცნობებმა სახლში შეჭრის შემდეგ ღირებული ნივთები და ფული მოითხოვეს. ბოროტმოქმედები ფეხბურთელის მეგობარი გოგონას მოკვლითაც იმუქრებოდნენ რა დროსაც მეივამ მისი გადარჩენა სცადა, თუმცა ამ დროს დამნაშავეებმა ფეხბურთელის მისამართი ცეცხლი გახსნეს.
27 წლის სენზო მეივა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.