იოკოძუნათა მიჯრითი მარცხი და ახალი იოკოძუნა ჰორიზონტზე!

თარიღი: მარტი 22, 2014

ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს ბოლოსწინა დღეს კვლავ მარცხი იწვნია ორივე მოქმედმა იოკოძუნამ. ზედიზედ 2 დღის მანძილზე ორივე იოკოძუნას ერთდროული დამარცხება ძალზე იშვიათი მოვლენაა სუმოში და პირადად ვერც ვიხსენებ, როდის დაფიქსირდა მსგავსი ფაქტი ბოლოს.
არადა, ბაშოს სტარტზე ორივე მონღოლი, ჰაკუჰოც და ჰარუმაფუჯიც ბრწყინვალედ ირჯებოდა და ისეთ ორთაბრძოლებს ატარებდნენ, მართლაც რომ უძლეველების შტაბეჭდილებას ტოვებდნენ.
თუმცა, მე-12 ტურიდან მოყოლებული უკვე აირია მათი საქმეები. ამაში კი მთავარი “დამნაშავე” მათივე თანამემამულე, ოძეკი კაკურიუ აღმოჩნდა, რომელიც საოცარ ორთაბძოლებს ატარებს და რომ არა მე-3 ტურში განცდილი მარცხი, დღეს უკვე ალბათ ნაადრევად გაიფორმებდა ტურნირის ჩემპიონობას.
მოგეხსენებათ, ბაშოს დაწყებამდე სუმოს მამებმა კაკურიუს ცუნატორის (იოკოძუნობის კანდიდატი) სტატუსი მიანიჭეს და შემდეგი მიზანი დაუსახეს: თუკი იგი ჰარუ ბაშოზე მოიგებდა მინიმუმ 13 ორთაბრძოლას და გახდებოდა ტურნირის ჩემპიონი, მაშინ მას სუმოს იერარქიის უმაღლესი წოდება, იოკოძუნა მიეცემოდა. “ყანჩა დრაკონმა” კი უკვე მე-13 გამარჯვება იზეიმა დღეს და შესასრულებელი დარჩა მხოლოდ მეორე ამოცანა: უნდა გახდეს ბაშოს ჩემპიონი.
კაკურიუმ დღეს თავის თანამემამულე იოკოძუნა ჰაკუჰოს ფიცხელი ბრძოლა გაუმართა და საოცრად დიდი მონდომების ხარჯზე, იორიკირით გაიყვანა დოჰიოდან. შედეგად, იგი 13 მოგებითა და 1 მარცხით, ბოლო ტურის წინ ერთპიროვნულად გალიდერდა ბაშოზე და თუკი ხვალ იაპონელ ოძეკი კოტოშოგიკუს დაამარცხებს, ავტომატურად ხდება ჩემპიონი. თუმცა, შესაძლოა კაკურიუ დამარცხების შემთხვევაშიც გაჩემპიონდეს, თუკი მისი დღევანდელი მეტოქე და უახლოესი მდევარი, იოკოძუნა ჰაკუჰო (12-2) მეორე იოკოძუნა ჰარუმაფუჯისთან (11-3) წაიფორხილებს ხვალ. ხოლო, თუ მოიგებს “თეთრი ფენიქსი” და კაკურიუ დამარცხდება, მაშინ ორივე მათგანს 13-2 გაუხდება ბალანსი და ტურნირის ჩემპიონის ბედს მათ შორის დანიშნული დამატებითი ორთაბრძოლა, კეტტეი-სენი გადაწყვეტს (ისევე, როგორც წინა ბაშოზე მოხდა ეს).
რაც შეეხება კაკურიუს ხვალიდნელ მეტოქე, ოძეკი კოტოშოგიკუს, მან დღეს ზედიზედ მეორე იოკოძუნა დაამარცხა, ჰარუმაფუჯის სახით, მე-8 გამარჯვება ჩაიწერა აქტივში და კაჩი-კოშიც გაიფორმა. შესაბამისად, შესაძლოა კაკურიუსთან ხვალიდნელ ჯახში “ღიპუცა” ოძეკის მოტივაცია ცოტათი ნაკლები ქონდეს. თუმცა, წესით, კოტოშოგიკუს (ისევე როგორც მთელ იაპონიას) არანაირად არ უნდა აწყობდეს კიდევ ერთი მონღოლი იოკოძუნას დაბადება სუმოში და შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად უნდა შეუშალოს ხელი კაკურიუს გაჩემპიონებას.
ტურნირის ლიდერებიდან გადავინაცვლოთ ჩვენი გაგამარუსკენ, რომელმაც დღეს ძალიან მძიმე, შეუპოვარ ორთაბრძოლაში მოახერხა იაპონელი მე-12 მაეგაშირა, ჩიომარუს დამარცხება. ეს უკანასკნელი მაკუუჩის დებიუტანტობის კვალობაზე საკმაოდ კარგად ირჯება და კაჩი-კოშიც უკვე ჯიბეში აქვს. იაპონელმა გოლიათმა ჩვენ გოლიათს თავიდანვე მძლავრად შეუტია, დოჰიოს კიდემდეც მიიყვანა და გამარჯვებასაც არაფერი უკლდა. თუმცა, ჩვენებურმა სასწაულებრივი გამძლეობა გამოიჩინა და თავის დაძვრენაც მოახერხა ურთულესი მდგომარეობიდან. ამის მერე იყო კიდევ ერთი კრიტიკული მომენტი გაგასთვის, სადაც ასევე კარგად იყოჩაღა ჩვენმა ჯილამ და აღნიშნულით ფრთაშესხმულმა, იორიკირით მიაბრძანა დოჰიოდან იაპონელი.
ბოლო ტურის წინ მე-9 მაეგაშირად განთესილი გაგა ჯუღელის ბალანსში 6 მოგება და 8 მარცხი მოგროვდა და თუკი ხვალ ბოლო შერკინებასაც მოიგებს ბაშოზე, რეიტინგში მხოლოდ მცირედით დააქვეითებენ.
ტურნირზე უარყოფითი ბალანსი გაიფორმა პირველ მაეგაშირად განთესილმა იაპონელთა ამომავალმა ვარსკვლავმა, ენდო შოთამ, რომელსაც (მიუხედავად ორჯერ სასიკეთოდ შემოტრიალებული მდგომარეობისა) ბოლო ორი ორთაბრძოლა ჩაუვარდა და წაგებები იწვნია.
თანაბარ ბალანსზეა გაჩერებული კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი, ეგვიპტელი ოსუნაარაში, რომელმაც ჰარუ ბაშოს სტარტზე მიჯრით 7 ორთაბრძოლა მოიგო და იმის მერე ცუდად წაუვიდა საქმეები. მე-8 ტურში, სწორედ ზემოხსენებულ ენდოსთან განცდილი მარცხის დროს, აბდელრაჰმან შარანმა ტრავმა მიიღო და მას მერე აირია მისი საქმეები. ტრავმის გამო ეგვიპტელს ორი ბრძოლის გამოტოვებაც მოუხდა, სადაც ბუნებრივია მარცხი ჩაეთვალა და შედეგად მისი კაჩი-კოშის საკითხი ახლა უკვე სასწორზე დგას.
ამრიგად, თითქმის უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2014 წლის ჰარუ ბაშო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა ბოლო დროის ტურნირებს შორის. ვნახოთ, რას მოგვტანს ფინალური დღის ფინალური ორთაბრძოლები…

ამირან ურუშაძე

 



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ილია თოფურიამ ფანი 1 დარტყმით ჩაკეცა – ქართველი მატადორის ძალა (ვიდეო)

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ფანებს ხვდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მას ავტოგრაფის ნაცვლად მუცელში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძე: “საშინლად არ მომწონს ის ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ&

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საკმაოდ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. კომენტარებში, დოლიძემ დამატებით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძემ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა

43 წლის ქართველი მებრძოლი ავთანდილ ხურციძე რამდენიმე დღის წინ ამერიკის ციხიდან გაათავისუფლეს, სადაც 2017 წლიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორც იქნა – ავთანდილ ხურციძე თავისუფალია!

ცნობილი ქართველი მებრძოლი, ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაბრუნდა. როგორც ჩანს, ხურციძე ამერიკის ციხიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დვალიშვილმა 50 ათასი დოლარი მიიღო? საქმეში ლიანა ჯოჯუა ჩაერთო

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის მეგობარს, ONE FC-ის ჩემპიონს, ანატოლი მალიხინს 50 ათასი დოლარი დიდი ხნის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პიოტრ იანი: “რეაბილიტაცია სრული სვლით!”

UFC-ის რუსი მებრძოლი პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, როგორც ფიზიკურად, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰასბულას სერიოზული პრობლემები აქვს – კატას დაარტყა (ვიდეო)

ჰასბულა მაგომედოვს სერიოზული პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ის კატას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

უცნაური სანახაობა – კოცნა ჩხუბის ნაცვლად (ვიდეო)

სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც MMA-ს მებრძოლები, კარინა პედრო და დენისა რიანდოვა აწონვისას ერთმანეთის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!” – დვალიშვილი რუსთან გამარჯვების შ

12 მარტს, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-11 ბრძოლა გამართა. ღონისძიების მთავარ შეხვედრაში მერაბი რუს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა! (ვიდეო)

12 მარტს, UFC-ში მერაბ დვალიშვილ რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ქართველმა რუსი მეტოქე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იანმა დვალიშვილს დაარტყა (ვიდეო)

რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილს ხელი დაარტყა და მისი გამოწვევა სცადა. ბრძოლა 12 მარტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სწორი გადაწყვეტილება – 24 საათიანი დაცვა…

ხვიჩა კვარაცხელია მანქანის მოპარვის შემდეგ, დროებით, სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარა ახლა მუდმივ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“კარიერა ძალით დაამთავრებინესო… ვინ გააგდო საქართველოდან?” – ჟურნა

სპორტული ჟურნალისტი ზაზა ბურდილაძე ელენე გედევანიშვილს ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც “რუსთავი 2”-ზე გავიდა. ელენემ აღნიშნა, რომ […...
წაკითხვა
სხვადასხვა

ელენე გედევანიშვილი: “მომიშორეს… რუსეთის სახელით მთხოვეს გამოსვლა, მაგრამ ამას

“რუსთავი 2”-მა ელენე გედევანიშვილთან ამერიკაში ინტერვიუ ჩაწერა. გედევანიშვილი ახლა ამერიკაში ცხოვრობს და ბავშვებს ფიგურულ ციგურაობას [&hel...
წაკითხვა