იოვეტიჩი “ინტერში” გადადის
“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სტევან იოვეტიჩი კარიერას, სავარაუდოდ, მილანის “ინტერსი” გააგრძელებს.
ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ მხარეებმა ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. წყაროს თანახმად, 25 წლის ფეხბურთელი “ნერიაძურისთან” ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
შეგახსენებთ, რომ იოვეტიჩისთვის იტალიის სერია A უცხო არ არის. მონტენეგროელი ფორვარდი 2008–2013 წლებში “ფიორენტინაში” თამაშობდა.
გასულ სეზონში სტევან იოვეტიჩმა ინგლისის პერმიერლიგაში 17 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.