იოვეტიჩს “სიტიში” სურს დარჩენა
“მანჩესტერ სიტის” შემტევმა სტევან იოვეტიჩმა კლუბში დარჩენის სურვილი გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ მოთმაშის გადაბირება ტურინის “იუვენტუსს” სურს, რომელიც 25 წლის ფეხბურთელში 24 მილიონ ევროს იხდის.
“რა თქმა უნდა “სიტიში” დარჩენა მსურს. კლუბის დატოვებაზე არ მიფიქრია. დასამტკიცებელი ბევრი მაქვს” – განაცხადა იოვეტიჩმა.
მიმდინარე სეზონში იოვეტიჩმა პრემიერლიგის 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა.