იოვიჩის მამა: “თუ ჩემი შვილი ამის გამო ციხეში უნდა ჩაჯდეს, ის ჩაჯდება”
მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა კარანტინის წესები დაარღვია და მადრიდიდან ბელგრადში გაფრინდა, რის გამოც დიდი კრიტიკა დაიმსახურა, მათ შორის სერბეთი პრემიერ მინისტრის მხრიდანაც. ლუკას მამამისი, მილან იოვიჩი, გამოექომაგა.
“ლუკამ კორონავირუსის ორი ტესტი ჩაიტარა და ორივეში უარყოფითი პასუხი მიიღო. სწორედ ამიტომაც ჩათვალა, რომ სერბეთში დაბრუნება შეეძლო. ახლა ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს ის დიდი კრიმინალი იყოს. თუ ციხეში უნდა წავიდეს ამის გამო, მაშინ ის ჩაჯდება.
სრულად ვეთანხმები სერბეთის პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს, რომლებიც დამნაშავეებს მკაცრ სასჯელს პირდება. მაგრამ ჩემი შვილი დამნაშავე არ არის. ის ბელგრადში ჩამოვიდა და სახლიდან არც გასულა.
მისი მეგობარი გოგონა, სოფია, ფეხმძიმედ არის, თუმცა დაბადების დღე არ გადაუხდია. ესპანურ პრესაში რაღაც ფოტოები გავრცელდა, თუმცა ისინი ესპანეთში არის გადაღებული,” – აცხადებს მილან იოვიჩი.